Tuesday, July 21, 2015

სოლიდარობა ისლამისტების მიერ დაზარალებულ თურქ და ქურთ თანამებრძოლებს

0 comments



თვითორგანიზების ქსელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და სოლიდარობას უცხადებს თურქ და ქურთ თანამებრძოლებს. 20 ივლისს, თურქეთში კობანის საზღვართან ახლოს, ქალაქ სურუჩში ახალგაზრდა სოციალისტების შეკრებაზე, რომლებიც კობანის რეკონსტრუქციაში აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას, თავი აიფეთქა "აისის"-ის (ე.წ. ისლამური სახელმწოფოს) ტერორისტმა და ათეულობით მათგანი იმსხვერპლა. არსებობს ცნობები, რომ თურქეთის პოლიცია ცრემლსადენი გაზით უსწორდებოდა ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ დაჭრილები აფეთქების ადგილიდან გაეყვანათ.

ქურთი და თურქი მემარცხენეები პასუხისმგებლობას ერდოღანს და მის მიერ მართულ მთავრობას აკისრებენ მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტი "აისის"-მა მოაწყო. თურქეთის მთავრობა ყოველთვის თვალს ხუჭავდა ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერების მობილიზებაზე თურქეთში, მაშინ როცა "YPG"-ს ( მილიტარისტული დაჯგუფება სირიის ქურთულ ნაწილში, რომელიც "აისის"-ის წინააღმდეგ იბრძვის) უფრო სახიფათო ორგანიზაციად სახავდა.
ამჟამად სტამბულში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. მიმდინარეობს შეტაკებები მემაცხენე ჯგუფებს, პოლიციასა და "აისის"-თან დაახლოვებულ ისლამისტურ ცენტრებს შორის.

27 მშვიდობიან მოქალქაესთან ერთად, ისლამისტების თავდასხმას შეეწეირა სამი ახალგაზრდა სოციალისტური ჯგუფის წევრი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ ქალაქ კობანიში მებრძოლ ანტი-ისლამისტურ ძალებს.

გამოსვლები სტამბულში გრძელდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა" და პრეზიდენტ ერდოღანი პასუხისმგებლობის დაყენებას.




მეტის ნახვა ...

Sunday, July 5, 2015

The Greek NO to the Creditors

1 comments

Today the Greek People have said no to the technocracy and to the austerity with their democratic choice. It has been already more than 5 years as the “Troika” (IMF,ECB,EU) has been dictating the Greek government to be obliged to undertake the austerity that has augmented the foreign debt and that has brought Greece to a humanitarian crisis. The former puppet government was replaced by the new left-wing “SYRIZA” government in the January 2015 general elections, that created a chance to save the country from the destruction by the financial elites. During the five month period of the negotiations between the “SYRIZA” led government and the “Troika” institutions, the Western media was in charge of advocating the anti-left-wing government campaign. After the the negotiations had entered the deadlock and the Greek government had called for the referendum the anti-SYRIZA propaganda of the Western mainstream media was enhanced and the financial blackmail was also undertaken against them. The banks were closed and the people were constantly hearing from the corrupt media about the inevitable plummet of the country caused by the left-wing government. Considering all of these, the Greek people have expressed their unprecedented bravery by saying no (OXI) to the next round of austerity proposals of the creditors with 60% of the votes.

With this referendum the Greeks have managed to turn the European politics around and they have implemented the return of the masses back to politics again. It is significant that the Greek government has chosen this format that has given the opportunity to its country to decide its own fate in the times when the Greek people had been cut off the political participation that had brought the country to an abyss. These previous policies where empowered by the financial elites and the banks by avoiding the people. They took debts, but the forced they Greek working class, pensioners, students and others, those who had benefited nothing from these debts to repay them.

This was another victory for the anti-capitalist movements, that take the forms of the anti-austerity movements nowadays and these movements get stronger day-by-day in the Souther Europe. Tomorrow the creditors are going to take on with the negotiations with Greece again, but the balance has been shifted now. The financial elites and the EU establishment stand no other chance but to retreat regarding the solidarity actions that took place across the Europe and beyond during this five day period.
მეტის ნახვა ...

საბერძნეთის უარი კრედიტორებს

0 comments
დღეს ბერძენმა ხალხმა თავისი დემოკრატიული არჩევანით უარი უთხრა ტექნოკრატიულ ევროპას და "ქამრების შემოჭერის პოლიტიკას". უკვე 5 წელია ტროიკა(სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპული კომისია) საბერძნეთს მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ავალდებულებს, რამაც საგარეო ვალი უპრეცენდენტოდ გაზარდა და ქვეყანა ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა. 2015 წლის იანვარში ბერძნებმა მარიონეტი მთავრობა არჩევნების გზით შეცვალეს მემარცხენე პარტიის სირიზას მთავრობით, რათა შეეჩერებინათ ფინანსური ელიტების მიერ ქვეყნის განადგურება. სირიზას და ინსტიტუტების ხუთთვიანი მოლაპარაკების პერიოდში დასავლური მედიის საშალებით, მუდმივად მიმდინარეობდა პროპაგანდა მემარცხენე მთავრობის წინააღდეგ. მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ გამოცხადებული რეფერენდუმის წინ ეს პროპაგანდა უფრო გაძლიერდა და დაემატა ფინანსური შანტაჟი, საბერძნეთში დახურეს ბანკები, ბერძენი მოსახლეობა მუდმივად ისმენდა კორპორატიული მედიისგან, თუ როგორ მიყავდა მემარცხენე მთავრობას ქვეყანა დაღუპვისკენ. ამ ყველაფრის ფონზე ბერძნებმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს და 60%-ით უარი უთხრეს კრედიტორების შემოთავაზებულ მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ამ რეფერენდუმით ბერძნებმა შემოატრიალეს ევროპული პოლიტიკა და კვლავ დააბრუნეს მასები პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთის მთავრობამ ასეთ ფორმატს მიმართა და შესაძლებლობა მისცა ქვეყანას თავად გადაეწყვიტა თავისი ბედი, იმ დროს როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩამოცილებული იყო პოლიტიკაში მონაწილეობას, რომელმაც აქამდე მიიყვანა საბერძნეთი, პოლიტიკას რომლებიც ფინანსური ელიტები და ბანკები ხალხის გვერდის ავლით ახორციელებდნენ, იღებდნენ რა ვალებს და მოგებას, ხოლო ვალის დაბრუნებას აკისრებდნენ მშრომელთა კლასს, პენსიონერებს სტუდენტებს და სხვებს, რომელთაც არაფერი მიუღიათ.

ეს იყო კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ანტიკაპიტალისტური მოძრაობებისთვის, რომელიც დღეს anti-austerity(მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღდეგე) პოლიტიკის სახით გვევლინება და რომელიც დღიდითდღე ძლიერდება სამხრეთ ევროპაში. ხვალ კრედიტორები კვლავ მიუსხდებიან საბერძნეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას, მაგრამ ახლა უკვე ძალთა ბალანსი შეცვლილია. ამ 5 დღის განმვალობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართული სოლიდარობის აქციები და ბერძენი ხალხის ცალსახა პოზიცია, ფინანსურ ელიტებს და ევროპის ისტაბლიშმენტსб უკან დახევის გარდა, სხვა გზას აღარ უტოვებს.
მეტის ნახვა ...

Wednesday, July 1, 2015

დატოვებს თუ არა ევროზონას საბერძნეთი - ბერძნული რეფერენდუმი

0 comments
ავტორი: რევაზ კარანაძე
ევროპული სოციალ-დემოკრატიისა და ნეოლიბერალიზმზმის პოპულიზმის კრახი - კაპიტალიზმი კრიზისში - ბერძნული ქრონიკები:


2015 წლის 27 ივნისს საბერძნეთის პარლამენტმა 178 დეპუტატის ხმით მხარი დაუჭირა პრემიერ მინისტრ, ალექსის ციპრასის შემოთავაზებას და 5 ივლისს რეფერენდუმის ჩატაარებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ამ რეფერენდუმით  გაეცემა კითხვას პასუხი, ეთანხმებიან  თუ არა ბერძნები კრედიტორების შემოთავაზებას და მორიგი „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ ეტაპის დაწყებას. გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ეს რეფერენდუმი გადამწყვეტია საბერძნეთში ევროკავშირის, ევრობანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ თავსმოხვეული „ქამრების შემოჭერის“ ეკონომიკური პოლიტიკის დასრულება-არდასრულებასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზების წინააღმდეგ მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიები, ლიბერალური და ნეოლიბერალური თუ ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები წავიდნენ, თუმცა ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
მეტის ნახვა ...

Saturday, June 27, 2015

რა შეიძლება ვისწავლოთ „ელექტრო-ერევნისგან“?

0 comments
გიორგი კობახიძის პოსტი სომხური პროტესტების შესახებ.


სომხეთში განვითარებული საპროტესტო მოძრაობის მიმდინარეობიდან ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გაითვალისწინოს. პირველ რიგში, მომენტალური მობილიზაციის თითქმის უპრეცენდენტო ფაქტი, შემდეგ უკომპრომისო დამოკიდებულება მთავრობასთან და მრავალმხრივი მსოფლმხედველობის ადამიანთა ერთობლივი მონაწილეობა. ეს არის სოციალური და კლასობრივი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანთა ერთობა. ჩვენ უნდა გავიცნოთ რეგიონში არსებული სხვადასხვა ჩაგვრით გამოწვეული პრობლემები და მეტად ვადევნოთ მათ თვალი. უნდა მოვახეროთ სომხური მაგალითის გაკვეთილად ქცევა, რადგან დიდი ხანია ვდგავართ ანალოგიური პრობლემის წინაშე და ადრე თუ გვიან, მობილიზაციის და მისი გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნების საჭიროება გარდაუვალი იქნება.
მეტის ნახვა ...

Monday, June 8, 2015

სამხრეთ ევროპული "რევოლუცია" თურქეთში გრძელდება

0 comments
გრასრუთ მოძრაობებიდან წამოსულმა და ქურთების კომუნისტურ პარტიასთან შერწყმულმა ანტიკაპიტალისტურმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ (Halkların Demokratik Partisi – HDP) თურქეთში 10%-იანი ბარიერი გადალახა.
მეტის ნახვა ...

Monday, June 1, 2015

კითხვის წრე ქალთა საკითხების გარშემო (მხოლოდ ქალებისთვის)

0 comments
შაბათს, 30 მაისს, "თვითორგანიზების ქსელის" ქალთა ჯგუფმა გახსნა კითხვის წრე ქალთა საკითხებისა და ფემინისტური თეორიების გარშემო. შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, 17:00 საათზე და ღია იქნება ყველა მსურველი ქალისათვის.
პირველ შეხვედრაზე, "თვითორგანიზების ქსელის" წევრმა, გვანცა ხონელიძემ გააკეთა მოხსენება ჯოანა ბრენერის სტატიის გარშემო "რატომ მხოლოდ ქალები".
კითხვის წრეზე დამუშავდება ფუნდამენტური ტექსტები, რომლებიც პირველი რვა კვირის მანძილზე მოგვცემს შესაძლებლობებს მოვძებნოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
1) რა არის პატრიარქატი და სად შეიძლება ვეძებოთ მისი საწყისები
2) განსხვავებულია თუ არა პატრიარქატი კაპიტალიზმში
3) რა არის პატრიარქატის მიზანი
4) სად არის გადანაწილებული პატრიარქალური ძალაუფლების ცენტრები
6) რა ისტორიული და თეორიული საფუძვლებით იწყება და ვითარდება ქალთა მოძრაობა
7) რა მატერიალური პირობებით გრძელდება ქალების როლი პატრიარქატში და კაპიტალიზმში (ჩაგვრის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კვლავწარმოების ფორმები)
8) როგორ იქმნება დისციპლინა გენდერული როლებით; რა ინსტიტუციონალური ორგანოები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზებები ახდენენ პატრიარქატის კვლავწარმოებას?
კითხვის წრის მიზანია თეორიული და პრაქტიკული მუშაობით, შექმნას წინაპირობები საქართველოში ქალთა ორგანიზების იმგვარი პრეცედენტებისათვის, რომლებსაც ექნებათ მყარი იდეოლოგიური თუ თეორიული საფუძველი, ასევე ლოკალური კონტექსტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკურობის კვლევა. ჩვენ გვჭირდება ნაწილობრივ ექსპეტიმენტული, ავტონომიური სააზროვნო სივრცე, რომელიც, დასაწყისისათვის. საფუძველს დაუდებს ქალთა საკითხების გარშემო ადეკვატური მსჯელობის წარმოებას.




მეტის ნახვა ...

Sunday, April 26, 2015

1 მაისი : მანიფესტი

0 comments
წინამდებარე მანიფესტს, რომელსაც ხელს ვაწერთ სტუდენტები და ლექტორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საფუძვლად უდევს რამდენიმეწლიანი ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილება საქართველოში არსებული საერთო სოციალური ფონისა თუ შრომის პირობების გარშემო.
უკვე რამდენიმე წელია, რაც 1 მაისი - მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე, საქართველოში არა მხოლოდ პროფკავშირების, არამედ სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციების მიერაც აღინიშნება, დემონსტრაციების სახით თუ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემატიკის საჯარო განხილვაში შეტანის მცდელობით. გარდა ამ კონკრეტული დღისა, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ თემებზე მუდმივად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, შრომა, როგორც ინდიკატორი საზოგადოების სოციალური განვითარებისა, როგორც ცენტრალური სფერო, რომელზეც აგებულია ჩვენი ყოველდღიურობა, ვერ ხდება დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. 
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა საწარმოში 61 ადამიანი გარდაიცვალა და 41 დაშავდა. ეს ციფრები ასახავს შრომის ინპექციის არარსებობის შედეგებს საქართველოში. ამ საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, საქართველომ შრომის ინსპექცია მიიღო მხოლოდ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, თუმცა ისიც ფასადური სახით. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარკვეულ სამინისტროებს ჰქონდათ მცდელობა გაეტარებინათ სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, თუმცა ამას შეხვდა ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა ბიზნეს სექტორიდან.ასევე, ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გადაელახა ის ფესვგადგმული ნეოლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც ვერ ასახავს ისეთ ალტერნატიულ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკებს, სადაც ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთს არ დაუპირისპირდება. იდეოლოგია, რომელმაც შედეგად გამოიღო ის, რომ საქართველო უთანასწორობის მაჩვენებლით რეგიონში პირველი ქვეყანაა.
პოპულისტური პოლიტიკური საუბრები ეკონომიკის განვითარების შესახებ ყოველთვის მიემართება კერძო ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რაც საქართველოსნაირ ქვეყნებში სწორედ მშრომელთა შევიწროვებისა და ექსპლუატაციის ხარჯზეა შესაძლებელი. იქმნება მითი, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისა, მაშინ როდესაც სოციალურ რეალობაში ეს მექანიზმი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშრომელთა წინააღმდეგ მოქმედებს.ამ მითის პარალელურად, ჩვენს წინაშეა სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად უფრო მეტად დამძიმებული სოციალური ფონი, ეკონომიკური უთანასწორობის ზრდადი მაჩვენებლები და ისეთი საერთო მდგომარეობა, სადაც მოსახლეობას აღარ გააჩნია ელემენტალური დაცვის მექანიზმები და თანხმდება ყველანაირ შრომით პირობებს, რის შემდეგაც აღარ გააჩნია საკუთარი ინტერესების გატარების მინიმალური შესაძლებლობაც კი.
რეალური დაპირისპირება არსებობს ბიზნეს ინტერესსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის - ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კი სწორედ ბიზნესს ემსახურება. დღეს სახეზეა მასობრივი ექსპლუატაცია საზოგადოების ყველა ფენაში. შრომის კაბალურ პირობებთან ერთად დღეს გვხვდება ასევე გენდერული და ეთნიკური დისკრიმინაცია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურებში. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მკაცრი რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, ბიზნეს სექტორის თვითნებური მოქმედება იწვევს ეკოლოგიურ და ურბანულ კატასტროფებს.
ფაქტია,რომ სანამ ვერ მივაღწევთ ასეთ ელემენტალურ მიზანს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ექსპლუატაციის სხვა მექანიზმებსა და ფართო სოციალურ თემებზე. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ 1 მაისი, რომელიც ისტორიული დღეა საზოგადოებრივი ინტერესებითვის ბრძოლისა, მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლისა, უნდა გახდეს ჩვენი ყველაზე ელემენტალური მოთხოვნების მწვავედ დაყენების დღე, იმისთვის, რომ შემდგომში შევძლოთ ჩვენი რადიკალური პოლიტიკის წარმოება ელიტების ინტერესების წინააღმდეგ.
მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ 1 მაისს დაგეგმილ სტუდენტურ მანიფესტაციაში. დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში სწორედ ეს დღეა ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი საერთო პოლიტიკის წარმოების დასაწყისის სიმბოლური თარიღი, რადგან სწორედ შრომა და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს ცენტრალურ საკითხს ჩვენი საზოგადოებისა, იმ ინტერესს, რომელიც ეხება ყველას, რომელიც ჩვენი საერთო ინტერესია გაბატონებული ვიწრო ელიტებისა და კერძო ინტერესების წინააღმდეგ!

ფოტო : 1 მაისი, 2013 წ. თბილისი


მეტის ნახვა ...

Saturday, March 28, 2015

საუნივერსიტეტო პროტესტი მსოფლიოს გარშემო: ბრძოლა კომერციალიზაციის წინააღმდეგ

0 comments
გასულ ხუთშაბათს, გლობალურ საუნივერსიტეტო პროტესტს ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტიც შეუერთდა - სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესასვლელის ოკუპაცია მოახდინეს, რათა გაეპროტესტებინათ მათი საკურსო პროგრამების შემცირების გადაწყვეტილება. ეს ფაქტი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტს ერთ-ერთ ყველაზე ბოლო წერტილად აქცევს მსოფლიოს იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც სტუდენტები, პროფესორები და უნივერსიტეტებში მომუშავე პერსონალი ოკუპაციებითა და გაფიცვებით აფხიზლებენ. ამ პროტესტებს სხვადასხვა მიზეზები აქვს: ნაწილი შეშფოთებულია კურსდამთავრებულთა პირისპირ მდგარი სამუშაო პირობებით, ნაწილი აქცენტს აკეთებს იმ პროცესების გაუმჭვირვალობის ტენდენციაზე, რომლითაც უნივერსიტეტი იმართება. საერთო საკვანძო საკითხი კი უმაღლესი განათლების კომერციალიზაციაა, რომელმაც უნივერსიტეტების მმართველები ფინანსური ინტერესების პრიორიტეტიზაციამდე მიიყვანა და ეს ინტერესი სტუდენტებისა და უნივერსიტეტში მომუშავე მთლიანი პერსონალის საჭიროებებზე მაღლა დააყენა. სტატიაში მოყვანილია ინტერვიუები, სადაც კანადის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები განმარტავენ, თუ რატომ დგანან ისინი საკუთარი ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა

მეტის ნახვა ...

Tuesday, March 10, 2015

მიმართვა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს

0 comments

2014 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, 61 კი დაშავდა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც ასევე შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროცაა, წამოაყენა შრომის მონიტორინგის ინიციატივა. ამ ინიციატივის თანახმად შემოწმდებოდ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც თავად მოითხოვდნენ მონიტორინგს და ამას ექნებოდა არა საინსპექციო, არამედ რეკომენდაციული ხასიათი. „შრომის ინსპექციის“ წარმოდგენილ მოდელს შესაბამისი კრიტიკა და წინააღმდეგობა მოყვა პროფკავშირებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან.


 2015 წლის 13 თებერვალს, სამმა სტუდენტურმა გაერთიანებამ, “მწვანე მუშტმა”, “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელმა” და “ახალგაზრდა მწვანეებმა” საპროტესტო აქცია მოაწყო შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინ, რეალური შრომის ინსპექციის მოთხოვნით და სოლიდარობა გამოუცხადა პროფკავშირების და მშრომელთა ბრძოლას არა მარტო შრომის უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე სამართლიანი შრომითი პირობებისთვის. პროფკავშირების, სახალხო დამცველის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ამ ძალისხმევას სამინისტროსგან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა. 18 თებერვალს , შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეალური შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს შეხვდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სამსახურის ფუნქცია შრომის პირობების კონტროლთან ერთად ასევე იქნება ხელშეკრულების დარღვევის და შრომითი ექსპლუატაციის მაკონტროლირებელი ორგანო.

ჩვენ, “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი”, “მწვანე მუშტი” და “ახალგაზრდა მწვანეები” მივესალმებით სამინისტროს ნაბიჯს, მიველსამებით იმასაც, რომ პროცესში ჩართულია პროფკავშირები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მინისტრის ინიციატივას, თუმცა ვეჭვობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება მრავალი მხრიდან, ისევე როგორც მსხვილი კერძო მესაკუთრეებისგან, მათ შორის გარკვეული წრეებიდან თავად ხელისუფლების შიგნით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საზოგადოების, თავად მშრომელთა უფრო მეტად ჩართვა პროცესში, რათა კვლავ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების მიერ, საზოგადოების ზურგს უკან არ მოხდეს პროცესის ნეიტრალიზება. საწყის ეტაპზე, აუცილებელია სამინისტრომ წარუდგინოს თავისი სამოქმედო გეგმა დაინტერესებულ ჯგუფებს და პროფაკვშირებს, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ საკითხებზე და აქვთ გარკვეული გამოცდილება და ცოდნა ამ მხრივ. შემდეგ კი, უნდა შემუშავდეს რაიმე ფორმატი, რითაც შესაძლებელი გახდება ამ გამოცდილების და ცოდნის ათვისება და გამოყენება პროგრამის ოპტიმალურად განხორციელებისთვის.


20.02.2015
მეტის ნახვა ...

სტუდენტები და პროფკავშირები RMG GOLD-ის წინააღმდეგ

0 comments

13 მარტს, 15:00 საათზე, RMG GOLD-ის ცენტრალურ ოფისთან იმართება საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც, კომპანიის მიერ, უკანასკნელ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად დევნიან და ავიწროებენ კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიულ კავშირებშია გაერთიანებული.
RMG GOLD-ი, რომელიც დაბა კაზრეთში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოს ფლობს, პირველად არ ხდება პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების ყურადღების საგანი. უკვე წლებია, რაც დაბა კაზრეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას კომპანია თავის ინტერესებს უქვემდებარებს, მინიმალური დანახარჯის შედეგად მაქსიმალური მოგების მისაღებად: დაწყებული შრომითი ექსპლუატაციის უმძიმესი ფორმებით, დამთავრებული იმით, რომ რეგიონში კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა. ფაქტიურად, კომპანია არაოფიციალურად აკონტროლებს და ბატონობს დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე და საწარმოში მიმდინარე სამუშაოების გარდა, იქ არსებული მოსახლეობის მთელ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
გასული წლის თებერვალში, დაბა კაზრეთში მშრომელების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო, რომელიც მედიაციის შუამდგომლობის შედეგად, მუშებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით დასრულდა. კომპანია შეთანხმების პირველივე კვირიდან ახდენს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იგნორირებას. გარდა ამისა, RMG GOLD-ის ადმინისტრაციის მიერ პროფესიულ კავშირებში გაერთიანებულ მშრომელებზე ზეწოლის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის თუ სხვა მეთოდების მეშვეობით, პროფესიული კავშირის რიგები 1000 მდე წევრმა დატოვა.
შრომასა და კაპიტალს შორის კონფლიქტი ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის. მესაკუთრეები ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების გატანას მინიმალური ხარჯით, მეტი ექპლუატაციითა და მშრომელთა დეზორგანიზებით. საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ნეოლიბერალური იდეოლოგიური გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა წლების განმავლობაში იდგა მესაკუთრეეთა ინტერესების მხარეს, რასაც მშრომელების ელემენტარული და საბაზისო უფლებები ეწირებოდა.ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გზად მასიური პრივატიზაცია გამოცხადდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება კი ინვესტორების ინტერესებთან გათანაბრდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მიუხედავად დეკლარირებული სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკისა,სახელმწიფო ისევ ბიზნესის ინტერესებს ატარებს და ვერ ხერხდება ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შექმნა, მიუხედავად შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა. ამ დროს, საქართველო პირველ ადგილს იკავებს ეკონომიკური უთანასწორობით რეგიონში, პარალელურად კი ქვეყნიდან გაედინება უზარმაზარი ღირებულების საქონელი, საიდანაც სახელმწიფოს მინიმალური თანხები რჩება.
პროფკავშირებთან ერთად, აქციას ორგანიზატორობას უწევენ სტუდენტური ორგანიზაციები „თვითორგანიზების ქსელი“, და „მწვანე მუშტი“ .“. 13 მარტს, 14:00 საათზე იგეგმება ორგანიზებული მსვლელობა RMG GOLD – ის ცენტრალურ ოფისამდე, რომელიც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. მოგიწოდებთ შემოუერთდეთ პროფკავშირებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას, შეაჩერონ კერძო კომპანიის მიერ დაწყებული დანაშაულებრივი ქმედებები. დროა, ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესები კერძო მესაკუთრეთა ანტისოციალურ ინტერესებს დავუპირისპიროთ, რომლებიც უმძიმეს პირობებში დასაქმებულ მშრომელებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ელემენტალურ შესაძლებლობებსაც კი ართმევენ.



მეტის ნახვა ...
 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი