Wednesday, July 1, 2015

დატოვებს თუ არა ევროზონას საბერძნეთი - ბერძნული რეფერენდუმი

ავტორი: რევაზ კარანაძე
ევროპული სოციალ-დემოკრატიისა და ნეოლიბერალიზმზმის პოპულიზმის კრახი - კაპიტალიზმი კრიზისში - ბერძნული ქრონიკები:


2015 წლის 27 ივნისს საბერძნეთის პარლამენტმა 178 დეპუტატის ხმით მხარი დაუჭირა პრემიერ მინისტრ, ალექსის ციპრასის შემოთავაზებას და 5 ივლისს რეფერენდუმის ჩატაარებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ამ რეფერენდუმით  გაეცემა კითხვას პასუხი, ეთანხმებიან  თუ არა ბერძნები კრედიტორების შემოთავაზებას და მორიგი „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ ეტაპის დაწყებას. გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ეს რეფერენდუმი გადამწყვეტია საბერძნეთში ევროკავშირის, ევრობანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ თავსმოხვეული „ქამრების შემოჭერის“ ეკონომიკური პოლიტიკის დასრულება-არდასრულებასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზების წინააღმდეგ მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიები, ლიბერალური და ნეოლიბერალური თუ ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები წავიდნენ, თუმცა ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბერძენმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა  „სირიზას“ არჩევით და წინა მარიონეტული მთავრობების ექვსწლიანი, ჩრდილო-ევროპული, ნეოლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული თავსმოხვეული კაპიტალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ბერძენმა ხალხმა ღიად თქვა უარი „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოხსნის ერთადერთი საშუალება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სოციალური დანახარჯების საბიუჯეტო შეკვეცებმა, მასიურმა ფისკალურმა დერეგულაციებმა და ჩრდილო-ევროპული კორპორაციებისათვის საჯარო საკუთრებების მასიურმა პრივატიზებამ უარყოფითი შედეგი მოიტანა.
5 წლის წინ . წ.ტროიკამ” (მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპული კომისია) საბერძნეთს თავს მოახვია უპრეცენდენტოდ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, ეგრეთ წოდებულიქამრების შემოჭერის პოლიტიკა”. ამის შედეგად საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 25% პროცენტით, ახალგაზრდებში უმუშევრობის რიცხვმა 60%- მიაღწია, ვალის და მშპ- შეფარდება 120%-იდან 180%-მდ გაიზარდა. ქვეყანა ჰუმანიტარულმა კრიზისმა მოიცვა და სამი მილიონი ბერძენი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. კრედიტორებისა და ევროპელი მაღალჩინოსნების გარდა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა და სავალალო შედეგები მოიტანა.
წინა სოციალ-დემოკრატიული და ნეოლიბერალური ხელისუფლებების დროს, საშუალო და მშრომელი კლასი ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, რაც აისახებოდა უმუშევრობის გაზრდაზე, ბანკების მიერ ხალხის მასიურად სახლებიდან გამოსახლებაზე, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პრივატიზაციაზე, პენსიების შეკვეცაზე, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გარზდასა და განათლების გაძვირებაზე. ამასთანავე, შრომითი რეგულაციებისა და შრომითი უსაფრთხოების სისტემაც მოირღვა ე.წ. „ტროიკას“ დიქტატით, რათა შეკვეცილიყო დანაზოგები სახელმწიფოს მხრიდან და მაქსიმალურად გაზრდილიყო საინვესტიციო გარემო მთლიანი საერთო პროდუტის მაჩვენებლის გაზრდის ხარჯზე. ამგვარი დამოკიდებულება საინტერესოა ისეთი ტიპის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის მხრიდან, რომელიც ყოველთვის ადამიანის უფლებებზე, სოციალურ კეთილდღეობასა და დემოკრატიის ხარიხსზე ღაღადებს, თუმცა, როდესაც საქმე ეხება კორპორაციულ ინტერესებს,  ჩნდება კითხვის ნიშნები თანასწორ და თავისუფალ, თანაბრარი განვითარების საწყისი პირობების მქონე ევროპაზე. აქ მაშინვე ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები ერთვებიან ბრძოლაში და საკუთარი დღის წესრიგის მიმართ კითხვის ნიშნების არ გაჩენის ხელშსესაწყობად კაპიტალიზმის ნამდვილ, იმეპრიალისტურ და ექსპლუატატორულ სახეს ავლენენ. იმ სახეს, რომელისთვისაც სულერთია დემოკრატიაც და კეთილდღეობაც, რადგან ეს ორივე მხოლოდ სტაბილურობის შესანარჩუნებლად სჭირედებათ, რათა მოქალაქეების უმრავლესობის მხრიდან ეკონომიკური თუ პოლიტიკური დისკურსების სისტემური და სტრუქტურული გადაფასება არ მოხდეს.კეთილდღეობის ქვეყნებად მოხსენიებული ე.წ. „სოციალ-დემოკრატიული“ ყაიდის გერმანიკული ევროპაც იმის ამსახველი მაგალითია, თუ  რამდენად თავსმოხვეული და უბრალოდ შეფუთული ცნებაა კეთილდღეობა კაპიტალიზმისათვის, რომელიც ხასიათდება ნაციონალური და არა სახლახო, არამედ სტეიტურ-ელიტურ-გეოპოლიტიკური ინტერესებით და მთლიანად ივიწყებენ სამხრეთ ევროპელთა „კეთილდღეობას“. უფრო მეტიც, დღეს ევროპის სოციალ-დემორკატები, როგორც ნეოლიბერალები, მხარს უჭერენ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და როგორც კოლონიზატორები მზად არიან საბერძნეთი გახადონ ჩრდილოეთ ევროპის კოლონია.

თუმცა ხალხი, რომელიც თავისი
ყოველდღიური შრომითა და გამოცდილებით რელურად აგროვებს მატერიალისტურ ცოდნებს, ხოლო ეს ხალხი ვერ იქნება მუდმივად ექსპლუატირებული და ადრე თუ გვიან ხელს მიჰყოფს „რევოლუციას“. დიახ, ეს იყო რევულუცია, რადგან 2015 წლის 25 იანვარს, ბერძნებმა შეძლეს რადიკალური მემარცხენე ძალის, „სირიზას“ არჩევა.ამ „სამხრეთევროპულმა რევოლუციამ“  გამოძახილი ჰპოვა მეზობელ თურქეთსა და ესაპნეთშიც ახალი მასების პარტიების გაჩენითა თუ არსებულის გაძლიერებით. ახალი მთავრობა ცდილობს იყოს ხალხის წარმომადგენელი და პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე, მასების პარტია. განსხვავებით სოციალ-დემოკრატიული „პასოკისა“ და ნეოლიბერალი „ახალი დემოკრატებისა“, წინა მთავრობებისაგან ისინი ებრძვიან ჩრიდლოეთ ევროპის კოლონიალიზმსა და ეკონომიკურ ელიტებს, რომელებიც მხოლოდ  საკუთარი კაპიტალის ზრდის პროცესზე ზრუნავენ. ჩვენთან, საქართველოში, უბრალოდ ცოდნის არარსებობის გამო, ერთი მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისა თუ, მეორე მხრივ, რუსული სახელმწიფო კაპიტალიზმის კუთხით, ჩვენი პოლიტიკოსები და „არასმთავრობო სექტორის“ უმეტესი ნაწილი ეტრფის ამ პროცესებს. ეს ალბათ უფრო ქართული კონტექსტით გაურკვევლობას უნდა დავაბრალოთ ან გამიზნულ ეკონომიკურ დისკურსს.
საბერძნეთის ახალი მთავრობა, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისაგან, ცდილობს მეტნაკლებად კლასობრივი პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი იყოს. სირიზა არ არის ევროსკეპტიკოსი პარტია, არამედ ესპანეთის „პოდემოსის" მსგავსად, ისინიც ალტერნატიული ევროპის შექმნის მომხრეები არიან. ამიტომ ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი და პრემიერი ალექსის ციპრასი  უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც ინტენსიურ მოლაპარკებებს მართავენ ევროპის ცენტრალურ ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკომისიასთან. ისინი ცდილობენ საერთაშორისო ვალების 300 მილიარდ ევროზე მეტი ვალის ჩამოწერას, რომელიც საერთშორისო კრედიტორებისგან, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ბიზნეს პალატიდან და ევროპის ცენტრალურის ბანკისგან გაიცა, მიუხდევად მათი ცოდნისა, რომ საბერძნეთი ვერ შეძლებდა ამ ვალების გასტუმრებას და ქვეყანა ოფიციალურად დეფოლტამდე მივიდოდა თუ მკაცრ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ არ გაატარებდა. ორივე შემთხვევაში ნეოლიბერალური პოლიტიკის მხარდამჭერი ელიტები რჩებოდნენ მოგებულები, თუმცა ახალმა ბერძნულმა მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე და პირქით, საჯარო სამსახურებიდან დათხოვილი დამლაგებლები თუ საჯარო მოხელეები უკან დააბრუნა, უკონანოდ გამოცხადდა ბანკებისა თუ სხვა კრედიტორების მიერ ადმიანების სახლებიდან გამოსახლება. ციპრასის მთავრობამ აწია ბიუჯეტის მაქსიმალური დანახაჯების ზღურბლი და რესურსები სოციალური პოლიტკისკენ გადაამისამართა. ამგვარმა პოლიტიკამ „ტროიკას“ უკმაყოფილება გამოიწვია, რისი შედეგიც მათი უარი იყო საგარეო ვალების ჩამოწერაზე. მათ ურჩიეს გაეგრძლებინათ ჩვეული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, რითაც ყველაზე დიდ მოგებას გერმანია და მისი კორპორაციები პოულობდნენ, როგორც მთავარი კრედიტორი და მთავარი ინვესტორი. მაგალითად, წინა ბერძნულმა მთავრობამ დადო შეთანხმება სალონიკის პორტის გერმანული კორპორაციებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, ხოლო კუნძულ კრეტაზე კი საძოვარი მიწების მასიური პრივატიზაცია დაიწყო, რასაც ფერმერების გაყრა მოჰყვა.ამ საძოვრების ადგილას მზის ენერგიის ქარხანა აშენდა გერმანული კერძო კომპანიის მიერ, რამაც ის შედეგი მოიტანა, რომ გერმანელი და ევროპელი „მწვანეების“ ადვოკატირებული სუფთა ენერგიის მოპოვების ხარჯზე, კრეტაზე ფერმერი გლეხების კლასის ექსპლუატირებისა და მათი დოვლათის კოლონიზირების პროცესი დაიწყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოლაპრაკებები, მიუხედავად ექსვსთვიანი პერიოდისა და საბერძნეთის მთავრობის გარკვეულ დათმობებზე წავლისა, გერმანია და მისი მოკავშირე სახლემწიფოები თუ საერთაშორისო ნეოლიბერლური ლობი არცერთ ნაბიჯს არ დგამს უკან და მეტიც, ცდილობს ბერძნების დემოკრატიული არჩვანი ფეხქვეშ გათელოს. მაშინ, როდესაც უკრაინა უკვე დეფოლტამდეა მისული, ქ-ნი მერკელი და სავალუტო ფონდი პატიობენ და, უფრო მეტიც, ახალ ტრანშებს ურიცხავენ უკრაინის ახალ ნეოლიბერალურ „მთავრობას“. ამის პარალლეურად კი ცდილობენ საბერძნეთი მიიყვანოან დეფოლტამდე ან დააყენონონ მისი ევროზონიდან გაგდების საკითხი, რადგან მათ სოციალისტური დისკურსების განვითარებისა და მათი ფინანსური იმეპერიალიზმის გამოვლენის რეალურად ეშინიათ. 
გერმანიამ, ევროკომისიამ და მსოფლიო სავალუტო ფონდმა ყველაფერი გააკეთეს საბერძნეთის კუთხეში მისამწყვდევად და ბერძენი ხალხის ინტერესების უგვულვესაყოფად, საკუთარი კაპიტალისთვის „ზიანის“ ასარიდებლად. საბერძნეთის მთავრობას აღარ დარჩა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დატოვოს ევროზონა, თუმცა, როგორც ხალხის პარტია, ის  რეფერნედუმის სახით ჯერ შეეკითხება მოსახლეობას, გამოვიდნენ კაპიტალიზმის ნეოლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული კოლონიალისტური კლანჭებიდან თუ კვლავაც დარჩნენ ექპლუატირებულნი. წინასწარი განწყობებით უკვე ჩანს, რომ ევრო-სკეპტიციზმი პიკს აღწევს ბერძენებში და მიუხედავად 5 ივლისს პარლამენტის მიერ დანიშნული რეფერნდუმისა, საბერძნეთი ევროზონას დატოვებს. ეს იქნება დამაფიქრებელი და გლობალური ფინანსური სისტემიების გადააზრების შესაძლებლობის მაგალითი, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, რადგან აუცლიებელია შეცდომების დანახვა, გეოპოლიტიკური, ნეოლიბერალური, ქართული ლიბერალური, ნაცისტურ-ფაშისტური თუ კონსერვატიული პანაცეის დაძლევა და რეალური პოლიტიკის დანახვა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ბერძნებმა და არამარტო ბერძნებმა, სხვა დაზარალებულმა სახელმწიფოებმა გერმანიას აპატიეს ნაცისტური რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალი, რის შედეგადაც გერმანიამ არ გადაიხადა მილიარდობით რეპრაციები.
პოლიტიკური პროცესები პოლიტიკისაგან დაცლილია, იმ პოლიტიკისაგან, რომელიც საჯარო ინტერესს, საერთოს გამოხატავს კერძოსა და მონოპოლიზმის წინააღმდეგ.რეალური პოლიტიკა სწორედ იმგვარი პროცესით კეთდება, როდესაც მთავრობა და მითუმეტეს მემარცხენე მთავრობა არა მარტო რეპრეზენტირებს ხალხის ინტერესებს, არამედ თანამონაწილეობს „პოლიტიკურ-ეკონომიკურ გიგანტებთან“ ბრძოლაში.
„საბერძნეთის ბედს ბერძენი ხალხი გადაწყვეტს დემოკრატიით, როგორც არ უნდა ეცადნონ ქ-ნი მერკელი და მისი მოკავშირეები ჩვენს დაშანტაჟებას “ - სტატის კუველაკისი, შანტაჟის დასასრული, ჯაკობინი, 2015
ΌΧΙ στη Λιτότητα / No to the Austerity! სოლიდარობა ბერძნებს!

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი