Tuesday, July 21, 2015

სოლიდარობა ისლამისტების მიერ დაზარალებულ თურქ და ქურთ თანამებრძოლებს




თვითორგანიზების ქსელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და სოლიდარობას უცხადებს თურქ და ქურთ თანამებრძოლებს. 20 ივლისს, თურქეთში კობანის საზღვართან ახლოს, ქალაქ სურუჩში ახალგაზრდა სოციალისტების შეკრებაზე, რომლებიც კობანის რეკონსტრუქციაში აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას, თავი აიფეთქა "აისის"-ის (ე.წ. ისლამური სახელმწოფოს) ტერორისტმა და ათეულობით მათგანი იმსხვერპლა. არსებობს ცნობები, რომ თურქეთის პოლიცია ცრემლსადენი გაზით უსწორდებოდა ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ დაჭრილები აფეთქების ადგილიდან გაეყვანათ.

ქურთი და თურქი მემარცხენეები პასუხისმგებლობას ერდოღანს და მის მიერ მართულ მთავრობას აკისრებენ მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტი "აისის"-მა მოაწყო. თურქეთის მთავრობა ყოველთვის თვალს ხუჭავდა ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერების მობილიზებაზე თურქეთში, მაშინ როცა "YPG"-ს ( მილიტარისტული დაჯგუფება სირიის ქურთულ ნაწილში, რომელიც "აისის"-ის წინააღმდეგ იბრძვის) უფრო სახიფათო ორგანიზაციად სახავდა.
ამჟამად სტამბულში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. მიმდინარეობს შეტაკებები მემაცხენე ჯგუფებს, პოლიციასა და "აისის"-თან დაახლოვებულ ისლამისტურ ცენტრებს შორის.

27 მშვიდობიან მოქალქაესთან ერთად, ისლამისტების თავდასხმას შეეწეირა სამი ახალგაზრდა სოციალისტური ჯგუფის წევრი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ ქალაქ კობანიში მებრძოლ ანტი-ისლამისტურ ძალებს.

გამოსვლები სტამბულში გრძელდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა" და პრეზიდენტ ერდოღანი პასუხისმგებლობის დაყენებას.




0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი