Monday, June 8, 2015

სამხრეთ ევროპული "რევოლუცია" თურქეთში გრძელდება

გრასრუთ მოძრაობებიდან წამოსულმა და ქურთების კომუნისტურ პარტიასთან შერწყმულმა ანტიკაპიტალისტურმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ (Halkların Demokratik Partisi – HDP) თურქეთში 10%-იანი ბარიერი გადალახა.

ავტორი რევაზ კარანაძე

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური გაგებით ეს არ არის რევოლუცია, ჩვენ ამ მოვლენებს მაინც შეგვიძლია რევოლუცია ვუწოდოთ.როდესაც კაპიტალიზმისა და ქამრების შემოჭერის პიკის ხანაში, სამხრეთ ევროპაში, იქ სადაც არავინ ელოდა, სწორედაც რომ ბრუნდება ის მემარცხენეობა, რომელიც ცენტრისტი და მემარჯვენე თუ სიმულაციური სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალ-იმპერიალისტური მწვანეებით ჩანაცვლების მცდელობების გამო აღარ უნდა დაბრუნებულიყო. დიახ, ბრუნდებიან ის მემარცხეენები, რომლებსაც ესმით, რომ სისტემასთან კონსოლიდაცია და სისტემის „გალამაზება“ რეალურ შედეგს არ იძლევა.ეს პროცესი მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს გადაავადებს, რომელიც დინამიკაში სოციალური ჩაგვრის უფრო ღრმა ფორმებს მიიღებს.ამის მაგალითს წარმოადგენენ საფრანგეთისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ მემარჯვენეებს და თავიანთი იმპერიალისტური პოლიტიკით სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უწევენ ექსპლუატაციას.

სამხრეთში, სადაც ყველას ეგონა, რომ კრიზისის ფონზე ნეოლიბერალები ან ნეონაცისტები გაძლიერდებოდნენ, ეს არ მოხდა.ამგვარი „არაპროგნოზირებადი“ პროცესი აჩვენა 2015 წლის საბერძნეთის გენერალურმა და ესპანეთის ადგილობრივმა არჩევნებმა, სადაც დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს არა რეტროგრადულმა, ცენტრისტულმა, სისტემასთან ინტეგრირების, არამედ მისი შეცვლისა და ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მომხრე “სირიზამ” და “პოდემოსმა”. მათ უარი თქვეს „ქამრების შემოჭერაზე“ და მიუხედევად საბერძნეთის ახალი მთავრობის, “სირიზას” მცდელობისა შეეცვალათ რეალობა, მათ დიდი წინააღმდეგობა ხვდება ევროპული საბანკო და ჩრდილო ევროპული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან.

2015 წლის საბერძნეთის საყოველთაო საპარალამენტო არჩევნების შედეგად მიღებული მანდატების გადანაწილება


ესპენური პოდემოსის საამომრჩევლო რეიტინგი - პოდემოსი იასამნისფერი 

ამ გამარჯვებამ, ალტერნატიული ხედვების წამოწევამ, გამოაცოცხლა და გამოაღვიძა მემარცხენეობა, ლისაბონიდან კობანემდე, სადაც სირიელი კომუნისტი ქალები იბრძვიან თანასწორი და თავისუფალი თანაარსებობისთვის ისლამისტების წინააღმდეგ. მხოლოდ მათ შეძლეს რადიკალი ისლამისტური ძალების უკუდგება და ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება ამ რელიგიური ფაშისტებისგან.მემარცხენეობის ამ ახალმა ტალღამ გამოხმაურება ჰპოვა თურქ ხალხშიც, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ და ყველაზე “ბნელ” პროვინციებად მიჩნეულ სამხრეთ აღმოსავლეთში 50 - 70 %-ით აირჩიეს პროგრსული სოციალისტური, ალტერ-გლობალისტური, ფემინისტური, პრო-ლგბტ პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც 13% და 80 მანდატით შევა თურქეთის პარლამენტში. ეს ძლიერი დარტყმაა კონსერვატორი „სამართლიანობისა და განვითარების“ მმართველი პარტიისათვის, რომელმაც თავისი ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით გამოიწვია თურქეთში გეზი პარკის მასიური პროტესტები და ასევე, გააძლიერა სახელმწიფოში კონსერვატიურლი და ნაციონალისტური სენტიმენტები. თორმეტწლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ უმრავლესობა დაკარგა. 550 მანდატიდან საჭიროა 276 მანდატი უმრავლესობისთვის. ეს ისტორიული მომენტია, რადგანაც ეს ძალა, “სახალხო დემოკრტაიული პარტია”, როგორც ბერძნული “სირიზა” და ესპანური “პოდემოსი”, ამოზრდილია სოციალური და სტუდენტური “გრასრუთ” (ქვემოდან წამოსული) მოძრობებიდან.

2015 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების 98,85 % დათვლილი ამომრჩევლის ხმების შედეგად მიღებული ხმების გადანაწილება. წყარო: http://secim.bugun.com.tr/secim 

მიღებული შედეგები ამჯერად აიძულებს მმართველ „სამართლიენობისა და განვითარების პარტიას“, რომელსაც ლობირებს, ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჩიფ თაიფ ერდოღანი, დაიწყოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პარტნიორის ძებნა. გასაკვირა არაა, რომ პირველი კანდიდატურად განიხილებოდა „ეროვნული მოძრაობის პარტია“, თუმცა ეს რადიკალური ნაციონალისტური და ზოგჯერ ნაცისტურად მოხსენიებული პარტია არაა თანახმა გახდეს კოალიციის პარტნიორი. ყოველივე ეს, განპირობებულია პრეზიდენტ ერდოღანსა და „ერვონული მოძროაბის პარტიის ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელს შორის არსებული პირადი დაპირისპირებით, რაც დაკავშირებული ბაჰჩელის მიერ ერდოღანის პრემიერობისას მწვავე საგარეო და რელიგიური პოლიტიკის გატარაებასთან დაკავშირებულ კრიტიკასთან, რაც შეეხება სოციალ-დემოკრატ, ქემალისტებს, „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც თურქეთის პირველი პოლიტიკური ქემალისტური რესპუბლიკური პარტიის სამართალმემკვიდრედ და წარმოადგენდა თურქეთში 2002 წლიდან მთავარ ოპოზიციურ ძალას, ეს უკანასკნელი გამომდინარე მინიმილაური ხელფასი ზღვის აწევასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი განსხვავებისა და სხვა ეკონომიკური თუ სოციო-პოლიტიკური უთანხმოებებისა შეუძლებელია გახდეს „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პარტნიორი. უკვე ბოლო თორმეტი წელია მთავარი დაპირისპირების ხაზი გადის ერდოღანის ნეოლიბერალ ეკონონომიკურ პოლიტიკასა და ანტი-ლაიცისურ ტენდეციებზე თურქეთში, ამ ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის.

„სახალხო დემოკრატიული პარტია“, არის საკმაოდ ახალი პოლიტიკური ძალა. უპირველესყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ის გვევლინება თურქეთში არ აღიარებულ ეთნიკურ „სახალხო დემოკრატიული პარტია“, არის საკმაოდ ახალი პოლიტიკური ძალა. უპირველესყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ის გვევლინება თურქეთში არ აღიარებულ ეთნიკურ უმცირესობის ქურთების (შეადგენენ თურქეთის რესპუბლიკის დაახლოებით 15%) წარმომადგენელ პოლიტიკურ პარტიად, რომელიც შეიქმნა 2012 წელს. ეს პარტია არაა ნაციონალიზმე ორიენტირებული, არამედ პირქით ეს არის ანტი-ნაციონალისტური და ანტი-კაპიტალისტური პარტია თავის საწყისებში. „სახალხო დემოკრატიული პარტია“ შექიმნა რადიკალი მემაცხენე სტუდენტური მოძრაობების, გეზი პარკისა და მშრომელათა უფლებების დამცველ აღმოსავლეთ თუქრეთის სინდიკალისტური სტუდენტური ერთიანობის გაერთიანებით. მათ ასევე შეუერთდნენ: ქურთისტანის კომუნისტური პარტიისა და „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები. პარტიის ძირითადი მიმართულებაა, შექმნას პირობა თურქეთში კრიტიკულად განწყობილი მემაცხენე ანტი-კაპიტალისტური ძალების გასაძლიერებლად. ასევე, მათი მთავარი იდეოლოგიური ხაზები მოიცავს, სოციალისტურ ენვაერომენტალიზმს, სოციალისტურ ფემინიზმს, აქტიურ კამპანიებს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის, ნეო-კომუნიზმს, ანტი-კლერიკალიზმს, ანტი-ნაციონალიზმს, პირდაპირ სახალხო დემოკრატიას, დემოკრატიულ სოციალიზმსა და მუშათა და პროპკავშირებთან ურთიერთობის გარღმავებასა და მათი როლის მთელს რესპუბლიკაში გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ დღეს, ეს არაა მხოლოდ ქურთების პარტია, როგორც ამას მაენსტრიმ მედია აშუქებს, არამედ ის მოიცავს მთელ თურქეთს, რადგან 13% მხარდაჭერა აგრეთვე განპირობებული იყო დასავლეთ თურქეთიდანაც თურქული ხმების მიღებითაც, რომელბიც, ტრადიცულად, ქემალისტ სოციალ-დემოკრატებს, „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ აძლევენ ხმებს. „სახალხო დემოკრატიულ პარტიას” ჰყავს ორი ლიდერი, სელაჰატინ დემირტაში და ფიგენ იუგსელდაღი.

პარტია, ასოცირდება, ევროპის მემაცხენე პარტიის იმ წარმომადგენელბთან და აქტიურად თანამშრომოლობენ მათთან, როგორებიც არიან, ესპანური "პოდემოსი", ბერძნული "სირიზა" და გერმანული „დი ლინკე“, რომლიც დაეხმარა „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რაც ითვალისწინებს, თანა-ლიდერს, ერთ ქალსა და ერთ მამკაცს. ასევე, “დი ლინკესგან” განსხვავებით, აღსანიშნავია კვოტირების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს 50% კვოტას ქალებისათვის და 10% კვოტას ლგბტ თემისათვის. რის შედეგადაც, დღეს თურქეთში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით ყველაზე ბევრი ქალია წარმოდგენილი და რომლებიც წარმოადგენენ პარტიის 40%.

ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ იყვნენ მასიური, ხალხის ინტერესების დამცველი პარტიები, რომლებიც შეამზადებენ სისტემას და ხელს შეუწყობენ პოლიტიკური და არა ტექნიკური გადაწყვეტილებებით რეალური “რევოლუციის” მოხდენას. იმედია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ექსპლუატირებული ევროპული სამხრეთი დაიწყებს სოლიდარობის ქსელების გაბმას გლობალურად ექსპლუატირებულ სამხრეთთან, რითიც არა მხოლოდ ნეოლიბერალური სისტემის, არამედ კაპიტალისტური წარმოების წესსა და მისი კულტურული ლოგიკის რღვევასაც დაედება საფუძველი.იმედია, რომ იმგვარი კანონზომიერება, რაც ვითარდება სამხრეთ ევროპაში, რაც უკვე წინა ათწლეულში დაიწყო ლათინურ ამერიკაში, ჩვენთანაც გამოიწვევს პროგრესული ძალების გაჩენას, გაჩნდებიან კრიტიკული მასები და ხალხი, თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილებით გადაიაზრებს პრობელემებს, იმ რეალურ პრობლემებს, რომლებიც მათ ჩაგრულ, ექსპლუატირებულ მდოგმარეობაში ამყოფებს.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი