Monday, June 1, 2015

კითხვის წრე ქალთა საკითხების გარშემო (მხოლოდ ქალებისთვის)

შაბათს, 30 მაისს, "თვითორგანიზების ქსელის" ქალთა ჯგუფმა გახსნა კითხვის წრე ქალთა საკითხებისა და ფემინისტური თეორიების გარშემო. შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, 17:00 საათზე და ღია იქნება ყველა მსურველი ქალისათვის.
პირველ შეხვედრაზე, "თვითორგანიზების ქსელის" წევრმა, გვანცა ხონელიძემ გააკეთა მოხსენება ჯოანა ბრენერის სტატიის გარშემო "რატომ მხოლოდ ქალები".
კითხვის წრეზე დამუშავდება ფუნდამენტური ტექსტები, რომლებიც პირველი რვა კვირის მანძილზე მოგვცემს შესაძლებლობებს მოვძებნოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
1) რა არის პატრიარქატი და სად შეიძლება ვეძებოთ მისი საწყისები
2) განსხვავებულია თუ არა პატრიარქატი კაპიტალიზმში
3) რა არის პატრიარქატის მიზანი
4) სად არის გადანაწილებული პატრიარქალური ძალაუფლების ცენტრები
6) რა ისტორიული და თეორიული საფუძვლებით იწყება და ვითარდება ქალთა მოძრაობა
7) რა მატერიალური პირობებით გრძელდება ქალების როლი პატრიარქატში და კაპიტალიზმში (ჩაგვრის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კვლავწარმოების ფორმები)
8) როგორ იქმნება დისციპლინა გენდერული როლებით; რა ინსტიტუციონალური ორგანოები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზებები ახდენენ პატრიარქატის კვლავწარმოებას?
კითხვის წრის მიზანია თეორიული და პრაქტიკული მუშაობით, შექმნას წინაპირობები საქართველოში ქალთა ორგანიზების იმგვარი პრეცედენტებისათვის, რომლებსაც ექნებათ მყარი იდეოლოგიური თუ თეორიული საფუძველი, ასევე ლოკალური კონტექსტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკურობის კვლევა. ჩვენ გვჭირდება ნაწილობრივ ექსპეტიმენტული, ავტონომიური სააზროვნო სივრცე, რომელიც, დასაწყისისათვის. საფუძველს დაუდებს ქალთა საკითხების გარშემო ადეკვატური მსჯელობის წარმოებას.




0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი