Wednesday, July 15, 2015

ზოგადი უნარების „ლოგიკის“ წინააღმდეგ, ლოგიკის დასაცავად

0 comments


გიორგი ხარიბეგაშვილის წერილი

„ფილოსოფიურ აზროვნებასაც ძალზე ხშირად განიხილავენ როგორც მხოლოდ შიშველ ფორმალურ მოქმედებას, განსაკუთრებით კი ლოგიკას, რომელსაც საყოველთაო აღიარებით საქმე აქვს აზრებთან, როგორც ასეთთან და მისი უშინაარსობა გადაწყვეტილ საქმედ ითვლება“     
                                                                           
 ჰეგელი
 ლოგიკის მეცნიერება,  1812 წ.

“დავალებებში ზოგჯერ შეგხვდებათ ისეთი მონაცემები, რომლებიც არ შეესატყვისება სინამდვილეს, არაა ჭეშმარიტი. მაგ.: `მხოლოდ ჟირაფებს აქვთ ფრთები~, ან `ყველა სევდიანი ადამიანი იცინის~. მაგრამ თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ის ერთადერთი პასუხი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს წანამძღვრებიდან, და არა ის, რომელიც რეალობას მეტად შეესატყვისება. ამიტომ დავალების შესრულებისას ნუ დაეყრდნობით საკუთარ გამოცდილებასა თუ ცოდნას, რომელიც დავალების პირობაში მოცემულ სიტუაციას უკავშირდება; ლოგიკური მსჯელობა ააგეთ მხოლოდ დავალების მონაცემებზე (წანამძღვრებზე) დაყრდნობით და შემდეგ აირჩიეთ პასუხი.”

                                                                                  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი,
როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 
ზოგადი უნარები  2015    წ.                                                      


გთავაზობთ ჩაატაროთ კვლევა, რომელიც კორელაციურ კავშირს დაადგენს ზოგადი უნარების „ლოგიკაში“ აღებულ მაღალ ქულებსა(დამოუკიდებელი ცვლადი) და სტუდენტის ფილოსოფიური მსჯელობის უნარს(დამოკიდებული ცვლადი) შორის. თუ მოახერხებთ და ამ ცვლადებს სხვა დამატებით ფაქტორებს ჩამოაცილებთ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ შორის რაიმე კავშირი დაინახოთ. ვინაიდან და რადგანაც, ეს ეჭვი მხოლოდ ჩემს შეზღუდულ გამოცდილებას ეყრდნობა, ცხადია თავს უფლებას არ მივცემ მთელ პოპულაციაზე განვაზოგადო, თუმცა  იმის დამტკიცებას კი შევეცდები რომ „ლოგიკასა“ და ლოგიკურობას შორის კავშირი ლოგიკურადვე შუძლებელია. 

მეტის ნახვა ...

Friday, June 19, 2015

საჯარო სივრცის გარდაქმნის აუცილებლობა

0 comments
მათე გაბიცინაშვილის წერილი

პრაქტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არანაირ ინტელექტუალურ გავლენას არ განიცდიან, ჩვეულებრივ, რომელიმე წარსულში ჩარჩენილი მოაზროვნეების მონები არიან“.

ჯონ მეინარდ კეინზი,
„დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“ 



შესავალი

ერთ-ერთ მის ყველაზე გავლენიან ესსეში, მილტონ ფრიდმანი აღნიშნავს: „კრიზისი - აშკარა თუ აღქმული - წარმოადგენს რეალური ცვლილების საფუძველს. როდესაც კრიზისი დგება, გადასადგმელი ნაბიჯები დამოკიდებულია იდეებზე, რომელიც ფორმირდება ამ მოვლენების გარშემო. სწორედ, ეს წარმოადგენს ჩვენს რეალურ ფუნქციას: განვავითაროთ იდეური ალტერნატივა არსებული ხედვების, ვაცოცხლოთ მანამდე, სანამ პოლიტიკურად შეუძლებელი არ გახდება პოლიტიკურად გარდაუვალი.“

მეტის ნახვა ...

Monday, June 8, 2015

საყოველთაო დაზღვევა ჯანდაცვის სისტემის მანკიერ წრეში

3 comments
ლევან ასაბაშვილის წერილი:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა. სხვა, ვიწრო დარგობრივი თუ ინსტიტუციონალური რეფორმებისგან განსხვავებით მისი შედეგები საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის ხელშესახებია. ოფიციალური ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2 წელიწადში 2 882 238 მოქალაქე დაეზღვია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამაზე, ჯამში, 358 166 527 ლარი დაიხარჯა.
მეტის ნახვა ...
 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი