Thursday, November 26, 2015

თვითორგანიზების ქსელის ქალთა კომიტეტის განცხადება











„მონოგამიური პატრიარქალური ოჯახი იყო პირველი ფორმა ოჯახისა, რომლიც იყო დაშენებული არა ბუნებრივ, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობებზე, კერძოდ კერძო საკუთრებამ, რომელმაც დააკნინა საერთო საკუთრება, გაიმარჯვა და განვითარების სწორ ლოგიკად საკუთრება, ბატონობა და ექსპლუატაცია დააკანონა“ 

ფრიდრიხ ენგელსი; „ოჯახის კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა"


თავის ერთ-ერთ ესსეში - „ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ისტორიის ცბიერება“, ნენსი ფრეიზერი საუბრობს მეორე ტალღის ფემინიზმის მარცხზე. მისი აზრით, მეორე ტალღის ფემინისტები ანდროცენტრული სტეიტ კაპიტალიზმის კრიტიკისას, რეალობის აღსაწერად იყენებდნენ სამ ანალიტიკურ განშტოებას : კულტურულს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს. ნელ-ნელა, ეს სამი ანალიტიკური სიბრტყე დაიშალა, იზოლირდა ერთმანეთისგან, ყველა ერთად კი დისტანცირდა კაპიტალიზმის კრიტიკისგან. ფრეიზერის აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობდა მეორე ტალღის მარცხი.
ახლა საჭიროა დავუბრუნდეთ იმ ყოფას, რაშიც ვართ აქ და ახლა, და მოვახდინოთ მასზე თანმიმდევრული რეფლექსია. რა არის დღეს საქართველოში ქალის მდგომარეობა; როგორია იგი ოჯახში; როგორ იღებენ ქალები განათლებას; ვის უნდა მივემართოთ და როგორ ვამხილოთ ძალაუფლების ის კერები, რომლებიც ჩაგრულ ყოფას კვლავაწარმოებენ?
ნაადრევი გათხოვება არის სიმპტომი. მის მიღმა კარგად შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორი სოციალური ფონია ქვეყანაში. ყველა კულტურული მითი კვდომისთვისაა განწირული, თუ მას ზურგს მატერიალური ფაქტორები არ უმაგრებს. საინტერესოა, როდესაც დღევანდელ მოთხოვნებში ჟღერდება მოწოდება - „მიეცი განათლება“, რა იგულისხმება ამაში, და როგორ უნდა მიიღოს განათლება სტუდენტმა, რომლის ოჯახსაც ვალით უწევს შვილისსპეციალიზირება“.
გათხოვება, ხშირ შემთხვევაში, სოციალური მობილობის ერთადერთი საშუალებაა. იმ კონკურენციის ლოგიკით, რაც კაპიტალისტურ ფორმაციას ახასიათებს, დაბალი კლასის ქალთა უმრავლესობა განწირულია ჩაკეტილი წრისთვის. რეალიზების, დასაქმებისა და ემანსიპაციის პერსპექტივები მათთვის სრულიად სხვაგვარად აისახება რეალობაში.
კაპიტალიზმი ზედმეტი ღირებულების შექმნის და სამუშაო ძალის მუდმივი კვლავწარმოების მიზნით მუდმივად ითხოვს საშინაო შრომის არსებობას. ესაა ოქროს საბადო, სადაც იქმნება ღირებულება, რომელიც უხილავი ძრავია ეკონომიკისათვის. თუმცა პარალელურად, ბაზარი უფრო და უფრო მეტად ითხოვს მუშახელს, რაც ქალების გადინებას იწვევს სამზარეულოებიდან შრომის ბაზარზე. შედეგად გვაქვს რეალობა, სადაც ოჯახში ექსპლუატირებულნი, ხდებიან რა სამუშაო ადგილზე ექსპლუატირებულნიც, ასევე ხდებიანწარმატებულადგახდომის მითების მსხვერპლნიც, ისე რომ არც ერთი წყარო ექსპლუატაციისა არ ირღვევა. აღსანიშნავიარომ ამ აბსტრაქტულმა დაპირებამ - წარმატებულად გახდომის შესაძლებლობის შესახებკაპიტალიზმის ოქროს ხანის დასრულებასთან ერთად ამოწურა თავი, განსაკუთრებით კი დაბალი ფენებისათვის, მისი კვლავწარმოება კი ურცხვად გრძელდება გლობალური კრიზისის პარალელურად და ამაზე საუბარი განსაკუთრებით სასაცილოა ისეთი დაბალი სოციალური მობილობის შესაძლებლობების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
არ არსებობს ნაწილობრივი ემანსიპაცია. მხოლოდ ცრუ ცნობიერებაზე დაფუძნებული აზროვნება იბრძვის ემანსიპაციისაკენ იმ რეალობაში, სადაც პროგრესის, განვითარებისა და წინსვლის არსებული ნარატივები თავის თავშივე ატარებენ მჩაგვრელ ლოგიკას. ცხოვრობდე კაპიტალიზმში და იყო ფემინისტი კაპიტალიზმის კრიტიკის გარეშე, ნიშნავს ვერ ხედავდე ქალთა ჩაგვრის მატერიალური საფუძვლებს, რის გარეშეც, ვერ იარსებებს ვერავითარი ფემინიზმი, როგორც ემანსიპატორული პრაქტიკა და არა ახალი მითების კერა ცრუ ილუზიების კვლავწარმოებისათვის. ასეთი ფემინისტების სულისკვეთება წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ ფემინიზმი რეალურია, რადგან ფემინიზმის რეალურობა მხოლოდ ჩაგვრის რეალურობით შეიძლება დასაბუთდეს, ჩაგვრის რეალურობას კი მხოლოდ მისი მატერიალური საფუძვლები განამტკიცებს.
არასერიოზული და უპასუხისმგებლოა ასეთ ყოფაში მყოფი ქალების მიმართ ნახევრად ემანსიპატორული მოწოდებების გაჟღერება, სანამ იმ ინსტიტუციებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებითა და თანაყოფით ვიქნებით დაკავებული, რომელიც ექსპლუატაციის კვლავწარმოებისათვის შეიქმნა. მოთხოვნა - არ გათხოვდეს 16 წლის გოგო, რომელსაც სხვა გარანტიებს ვერც სახელმწიფო და ვერც ოჯახი ვერ მისცემს, ისეთივე ინფანტილურია, როგორც მისი მეორე მხარე - რომ თუ ეს გოგო დიდი და წარმატებული გაიზრდება, მას ექნება არჩევანის თავისუფლება და აღარ იქნება ოჯახში ექსპლუატირებული. 
ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მოძრაობის დაწყებისას კი, არ იქნებოდა ურიგო მეტი თანმიმდევრულობა, რომელიც, სულ მცირე, წარსულში უკვე დამარცხებული კაპიტალისტური მითების აწმყოში გადმოტანაზე უარის თქმაში, რეალური პრობლემების დღის შუქზე გამოტანასა და მწვავედ დაყენებაში გამოიხატებოდა. მხოლოდ პატრიარქალური კულტურა და სექსისტური სტერეოტიპები ვერ იქნება ნაადრევი გათხოვების საფუძველი. სექსისტურ სტერეოტიპებთან ერთად, კრიტიკა კაპიტალისტური ლოგიკის ისტორიულ ხაზს, ეკონომიკის და განათლების სამინისტროებსაც უნდა მიემართებოდეს. სწორედ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა იმ რეალობაზე, რაც ადამიანებს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნისაკენ უბიძგებს.







0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი