Tuesday, October 6, 2015

ხელოვნური დაპირისპირებები კაზრეთში

გიორგი კობახიძის წერილი

ჩემი ჩანაწერი კაზრეთის შესახებ ამ თემაზე დაწერილი რამდენიმე სტატიიდან ერთ-ერთია, ამიტომ კაზრეთში არსებული მძიმე შრომითი პირობების ზოგად აღწერას გამოვტოვებ. ვწერ იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც 2014 წლის გაფიცვის შემდეგ მჭიდროდ შეკრული დასახლება ერთმანეთისგან სრულიად გაუცხოვებულ ერთეულებად აქცია. საუბარია ხელოვნურად პროვოცირებულ დაპირისპირებებზე, რომლებიც გვხვდება, როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე, პასიური ფორმით, ერთეულებს შორის, რაც განსაკუთრებით მძიმეა. ეს უკანასკნელი იკვეთება საყოველთაო უნდობლობაში, რომელიც, მიუხედავად ყოველდღიური კონტაქტისა მუშებს შორის, მუდმივად არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს ერთეულები შეძლებენ ამ დაპირისპირების საარსებო პირობის გააზრებას (უიმედო სიღარიბისგან გამოწვეული საჭიროებებით გადადგმული ნაბიჯები) ისინი ამ უნდობლობის არსებობის წინაპირობას, მისი არარსებობის წინაპირობად აქცევენ.

ამის გასააზრებლად მნიშვნელოვანია მიზეზის საყოველთაოობის გათავისება: გაფიცვისას, იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანები უმძიმესი მატერიალური და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ ძლებდნენ მიზერული ხელფასის გარეშე და იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. ამან ძლიერად იმოქმედა გაფიცულების ერთიანობაზე, რაც დღემდე ჩანს მათ ურთიერთობაში. თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ის მიზეზია, რომელსაც დაყოფასთან ერთად, ყველაზე მეტად შეუძლია ამ ადამიანების გაერთიანება, რადგან ეს მიზეზი საერთოა და მოქმედებს როგორც დამყოფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე დროს, ერთ ადამიანს უფრო მწვავედ ეხება, ვიდრე მეორეს. სწორედ ამიტომ არის კაზრეთში ერთეულებს შორის არსებული უნდობლობა უფრო მძიმე ვიდრე ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირებები, რადგან მისი აღმოფხვრა მოითხოვს უშუალოდ მუშების რთულ ინდივიდუალურ ძალისხმევას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ხდება მუშების გაერთიანებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების, წინააღმდეგობების და დაპირისპირებების ხელოვნური კონსტრუქცია კომპანია RMG-ის მიერ.

ჯგუფები, რომლებსაც აქამდე ვახსენებდი, შეიძლება ორ კატეგორიაში მოვაქციოთ: 1. საერთო აზრის საფუძველზე გაერთიანებული ჯგუფები. 2. საერთო მიზნის მქონე ჯგუფები. ამ კატეგორიების გარდა კაზრეთში მიმდინარე პროცესებში ჩართულია პროფკავშირი, კონკრეტული ფიგურები (ლიდერები)  და პოლიცია. ეს ჯგუფები ხსენებული კატეგორიების მიღმა უნდა მოვიაზროთ

პირველ კატეგორიაში ერთიანდებიან როგორც დასაქმებული, ასევე უმუშევარი მაცხოვრებლები. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში არავისთან გაერთიანებულან, თუმცა მათი შეხედულებების საფუძველზე შეგვიძლია კონკრეტული ჯგუფის წევრებად წარმოვიდგინოთ. პირველ კატეგორიაში არიან ასევე ის ჯგუფები, რომლებიც საწარმოში სპეციალიზაციის ნიშნით არიან გაერთიანებულნი, მაგალითად მძიმე ტექნიკაზე მომუშავე ადამიანები, რომელთა წარმომადგენელმა, ჩემთან საუბარში გამოთქვა პროტესტი დაბალი ხელფასების გამო და მითხრა, რომ თუ კომპანია არ გაზრდის მძიმე ტექნიკაზე მომუშავე დასაქმებულების ხელფასს, ის და მისი კოლეგები გაიფიცებიან. სამწუხაროდ, ეს ადამიანი საკუთარ და მის რამდენიმე თანამშრომლის პრობლემებს საყოველთაოსგან გამიჯნულად მოიაზრებს და შესაბამისად, კაზრეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკაში მოქმედებს იზოლირებულად, როგორც განცალკევებული სუბიექტი, კონკრეტულად - მძიმე ტექნიკის მუშა, რომელსაც ზოგადად დასაქმებულების ექსპლუატაცია არ შეეხება არც მატერიალუად და მითუმეტეს, არც მორალურად. ამავე კატეგორიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზიზღს გამოხატავენ კომპანია RMG- მიერ ჩამოყვანილი სომეხი და რუსი მუშების მიმართ. საბოლოოდ, უნდა ვახსენოთ უმუშევართა ის ჯგუფი, რომელიც უიმედო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემზადება კაზრეთიდან წასასვლელად და ამით კიდევ უფრო შორდება სხვა მუშებს და უმუშევრებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ უმუშევართა საკმაოდ დიდი ნაწილის მატერიალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათთვის წასვლა არ წარმოადგენს გამოსავალს. ისინი რჩებიან კაზრეთში და არსებულ სინამდვილეს შეგუებულები, ელოდებიან სიკვდილს. ასეთი იყო ერთი მოხუცი ქალი (სახელი და გვარი არ ვიცი), რომელიც ფლაერის დანახვისას ატირდა, რადგან კითხვა არ იცოდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ის იდგა ერთ ადგილზე და ელოდებოდა შვილს, რომელსაც მისივე თქმით, ვეღარ სცნობდა. ასეთი შემთხვევები ხშირად გვიბიძგებს ერთეული მაგალითებით ხელმძღვანელობაზე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მთლიანობისადმი სიბრმავეს. ამიტომ, ასეთ მსჯელობებში, მორალური კატეგორიები არ წარმოადგენს მართებულ მიდგომას

მეორე კატეგორიაში არსებულ ჯგუფებს აერთიანებს კონკრეტული პოლიტიკური, მატერიალური, სოციალური და ძალაუფლებრივი მიზნები. პირველ რიგში, ამ კატეგორიის ჯგუფად მოვიაზრებ იმ ადამიანებს, რომლებმაც გაფიცვის მიწურულს მიიღეს კომპანია RMG- მატერიალური შემოთავაზებები და დღეს კაზრეთში აშენებენ ამ კომპანიის პოლიციურ რეჟიმს. ამ ადამიანების ფუნქციებში შედის: მეთვალყურეობა, დასმენა, დაშინება, პროვოცირება, ინდოქტრინაცია და ყველა ჩამოთვლილი ხერხის გამოყენებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის აღკვეთა. გარდა ამისა, მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს მუშების მომართვა პროფკავშირის წინააღმდეგ. ამ ჯგუფის წევრები ხშირად სარგებლობენ სოციალური კაპიტალით, რომელიც ასევე დაშინებით აქვთ მოპოვებული. არანაკლებ აქტიურად მოქმედებენ პარტიაქართული ოცნებისინტერესთა გამტარებლები, რომელთა სპეციფიურ როლზე ამ ეტაპზე ვერ ვილაპარაკებ. ამავე კატეგორიაში შედის კომპანია RMG- დაფინანსებული „გარემოს საკითხებზე მომუშავე“ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თვალებს უხვევს მოსახლეობას და გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების მიუხედავად, უარყოფს კომპანიის მხრიდან გარემოს მზარდ დაბინძურებას. მეტიც, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმასზეც ამახვილებს ჩვენს ყურადღებას, რომ RMG- განსაკუთრებულად აწუხებს ეკოლოგიური საკითხები და ინტენსიურად მუშაობს ჰაერის დაბინძურების რედუქციაზე.  თუმცა, ასეთი ორგანიზაციის არსებობა არ არის გასაკვირი იმ დასახლებაში, სადაც ერთ კომპანიას ეკუთვნის ყველაფერი. საბოლოოდ, ამავე კატეგორიაში შედის ბოლნისის მედია, რომელიც ცალსახად RMG- ხელქვეითია: თვითორგანიზების ქსელის კაზრეთში ყოფნის მეორე დღეს (30.09.15), ბოლნისის მედიამ გააშუქა შეხვედრა, რომელიც პროფკავშირებსა და მუშებს შორის იყო დაგეგმილი, თუმცა, კომპანია RMG- ადმინისტრაციის თანამშრომლებისგა შემდგარმა პროვოკატორთა ჯგუფმა, სხვადასხვა ხერხით სცადა შეხვედრის ჩაშლა და ამაში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ბოლნისის მედიამ, რომელიც უშუალოდ შეხვედრისას, მოხალისე სტუდენტებისადმი კეთილგანწყობას იჩენდა, რეპორტაჟი სრულიად დაუთმო პროვოკატორების ჯგუფს, რითიც მათ კიდევ ერთხელ შეძლეს პროფკავშირის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება

ხსენებულ ორ კატეგორიაში შემავალი ჯგუფები წარმოადგენენ კაზრეთს, როგორც თანამედროვე .. company town- და სწორედ მათ შორის არსებული აქტიური თუ პასიური ჭიდილი, რომელიც თითქმის სრულიად ცალმხრივია, განსაზღვრავს კაზრეთის მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და მორალურ მდგომარეობას. აღნიშნული ჭიდილის სივრცეში ძალაუფლების განაწილება სრულიად ერთგვაროვანია, განსხვავებით ამ ძალაუფლების სამოქმედო ხერების და მათი გამოყენების შედეგებისა, რომლებიც ბევრად უფრო კომპლექსურ სურათს გვიხატავს.

კომპანიისსაქველმოქმედო აქციებიდა ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ღონიძიებები, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმისა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მუშების პრობლემებში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ აღმართული იდეოლოგიური კედელი, ან სხვანაირად პიარი. თუმცა, ეს პრაქტიკა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ხელოვნური დაპირისპირების მთავარ წყაროს. ასეთი ღონისძიებები წარმოქმნის დაპირისპირებას კომპანიასა და ქართული საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც მიუთითებს RMG- მის მიერ წარმოებულ ექსპლუატაციაზე. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის ხელოვნური დაპირისპირებები, რომელთა მეშვეობით კომპანია თვითონ კაზრეთის მოსახლეობას უპირისპირებს ერთმანეთს და ერთიანობაში, უპირისპირებს პროფკავშირს.

ასეთი შემთხვევისთვის საჭირო წინაპირობა გაჩნდა 2014 წლის გაფიცვისას, როდესაც გაფიცული მუშები დაუპირისპირდნენ დასაქმებულთა იმ ნაწილს, რომლებიც ზოგი პირადი ინტერესის, უფრო მცირე ნაწილი კი გაუსაძლისი მატერიალური მდგომარეობის გამო, იძულებული იყვნენ ემუშავათ. მათ რიგებში იყვნენ ადამიანები, რომელთათვის იმ ერთი თვის ხელფასის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. გაფიცულებმა ასეთი საქციელი ღალატად აღიქვეს და დღეს, სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ დროს მომუშავე ადამიანებს. მსგავს დაპირისპირებას ვხვდებით დასაქმებულებსა და გათავისუფლებულებს შორისაც. გაფიცვის მიწურულს კომპანიამ შესთავაზა გარკვეული პრივილეგიები იმ ადამიანებს, რომლებიც გაფიცვაში ყველაზე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. ნაწილი ამას დათანხმდა და მათგან რამდენიმე შევიდა იმ პროვოკატორთა და დამსმენთა ჯგუფში, რომელზეც ზემოთ დავწერე. აქ მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებს და დაბალ პოზიციებზე დასაქმებულ მუშებს თითქოს ისევე ეზიზღებათ დამსმენები, როგორც ის ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს ადგილები, მაგრამ არ შედიან დამსმენთა რიგებში. ამ ორ დაპირისპირებას ემატება მესამე, დაპირისპირება მუშებსა და პროფკავშირს შორის, რომელიც ასევე ხელოვნურად წარმოქმნილია. პროვოკატორთა და დეზინფორმატორთა ჯგუფის ეფექტურ მუშაობასთან ერთად, ამ დაპირისპირების მთავარი წინაპირობა გახდა მედიაცია (სახელმწიფოს ჩარევა კომპანიისა და მუშების/პროფკავშირის დავაში). სახელმწიფოს ჩარევას არ გამოუღია შედეგი, რადგან შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ იკისრა გარკვეული მოთხოვნების შესრულება, სრულად არ შესრულდა. პროფკავშირები ითხოვდნენ შეთანხმების შესრულებას, რის შემდეგაც დაიწყო პროფკავშირებზე ზეწოლა. RMG-მ ეს მოვლენები 180 გრადუსით შეატრიალა : თუ პროფკავშირს არ ჰყავს წევრები, ის კარგავს წარმომადგენლობით ფუნქციას და ამგვარად ეკარგება გავლენაც. დღეს კი კომპანიაში, ფაქტობრივად შეუძლებელია პროფკავშირული ანუ ორგანიზებული ბრძოლის გარეშე არამხოლოდ ნაკისრი შეთანხმების სრულად შესრულებისთვის ბრძოლა, არამედ ელემენტალური პირობების გაუმჯობესებისათვის მუშაობა.

შევეხები კიდევ ერთ დაპირისპირებას, რომელიც არ ამოზრდილა 2014 წლის გაფიცვიდან. პირველ დღეს (29.09.15) ჩემ მიერ გამოკითხული ათი ან თერთმეტი მუშისგან ორმა განსაკუთრებული სიძულვილი გამოხატა არა RMG- მიმართ, არამედ ამ კომპანიის მიერ ჩამოყვანილი სომეხი და რუსი მუშების მიმართ. მათი თქმით, კომპანია ასაქმებს უცხოელ მუშებს, ხოლო ადგილობრივებს ათავისუფლებს ან ნაწილ-ნაწილ აშორებს დომინანტურ წარმოებას და გადაჰყავს კომპანიისავე მფლობელობაში არსებულ მცირეშპს”-ებში. შესაბამისად, მათი ხელფასი კიდევ უფრო მცირდება. კითხვაზე: ამაში ხომ კომპანიაა დამნაშავე და არა უცხოელი მუშები? პასუხად უარი მივიღე, რაც შესაძლოა RMG- მიერ განხორციელებული დაშინებების ბრალია. მუშებთან საუბრისას, ზოგ შემთხვევაში, რთულია იმის გარკვევა თუ რამდენად გულრწფელია მათი პასუხი

ასეთი “ნაციონალიზმი” იმდენად ნათლად გვიჩვენებს მის სოციო-ეკონომიკურ საფუძველს, რომ თვითონ ნაციონალიზმის იდეას აყენებს ეჭვქვეშ. ამას არ მალავს არც ზიზღის ობიექტი და არც სუბიექტი. მტრულ განწყობას იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც სრულიად გაუცხოვებულები არიან პოლიტიკის არათუ კეთებისგან, არამედ მის ტელევიზორში ყურებისგან, საგანმანათლებლო პროცესებისგან და ზოგადად საკუთარი ცხოვრების სრულუფლებიანი მართვისგან არ შეიძლება ჰქონდეს თავისთავად წარმოქმნილი საფუძველი. კომპანია RMG-მ ეს მოვლენა რაციონალური გათვლით შექმნა.

მთლიანობაში ეს მდგომარეობა გვამცნობს, რომ RMG-მ მიაღწია გაფიცვის დროს დასახულ მიზანს. მან შეძლო მუშების ხელახალი გაერთიანებისთვის ისეთი დაბრკოლებების შექმნა, რომლის დაძლევა, მუშების უშუალო ძალისხმევი და ორგანიზების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამ ძალისხმევის აღკვეთაზე კი სათანადოდ ზრუნავენ კომპანიის ხელქვეითი პირები და ინსტიტუტები.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი