როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე სტუდენტურ მოძრაობებზე, ვერ გავექცევით 2012 წელს განვითარებულ
მოვლენებს
კანადის
პროვინცია
კვებეკში.
სტუდენტური
სინდიკალიზმის
მნიშვნელობა
წარმოუდგენლად
იზრდება
ნეოლიბერალური
წესრიგის
დროს,
განათლების
სისტემა
და
მასზე
მიბმული
ფინანსური
კაპიტალი
ცდილობენ
ფართო
სოციალური
ჯგუფების
ატომიზაციას,
სოციალური
პრობლემების
პრივატულ
სივრცეში
გადმოტანას (მაგალითად გავალიანების
სისტემა - ერთი
შეხედვით
გვევლინება
როგორც
ინდივიდს
პირადი
არჩევანი
და
პირადი
პრობლემა,
როდესაც
ვალი
სინამდვილეში
სტრუქტურული
აუცილებლობაა
ნეოლიბერალური
პოლიტიკის
შიგნით).
2012 წლის
თებერვალში
კვებეკში
დაიწყო სტუდენტების საყოველთაო ულიმიტო გაფიცვა,
პრემიერ ჟან
შარეს
მიერ
განხორციელებული
რეფორმის
წინააღმდეგ,
რომელიც უმაღლესი განათლების საფასურს 72 %- ით
ზრდიდა,
გაფიცვა
გრძელდებოდა
ექვს
თვეზე
მეტს და
რეფორმის
დამარცხებით
დასრულდა.
აუცილებელია ვისაუბროთ ამ მოვლენის წარმატების მიზეზებზე, ორგანიზაციულ საკითხებზე, ამ სახის
პოლიტიკური
ბრძოლის
აქტუალობასა
და
რამოდენიმე
ასპექტზე,
რომელიც
რელევანტურია ქართული რეალობისთვის. საყოველთაო გაფიცვას სათავეში ედგა სამი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელთაგანაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ორგანიზაციამ „კლასე". "კლასე" 2001 წელს, ანტი–გლობალისტური
პროტესტიდან წარმოიშვა,
ორგანიზაციას
გააჩნია
თვითმართველობითი
ორგანოები
18 უნივერსიტეტში,
რაც
44 ათასამდე
სტუდენტს აერთიანებს და რეგიონალურად. სტუდენტების 11%-ს შეადგენს. ორგანიზაცია შედგება ფედერაციებისგან, გადაწყეტილების მიღების
პროცესი
პირდაპირი
დემოკრატიისა
და
ფედერაციულ
პრინციპებზეა
დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს,
რომ
1968 წლის
კვებეკის
სტუდენტური
გაფიცვების დროს, თითქმის ყველგან
მოხდა
ოფიციალური
სტუდენტური
თვითმმართველობების
განდგურება
და
სტუდენტური სინდიკატებით ჩანაცვლება, რომლებმაც
აღიარება მხოლოდ
1984 წლიდან
მოიპოვეს.
2012 წლის
გაფიცვებში
კი
სტუდენტთა მობილიზაცია
ყველაზე
მეტად
იმ
უნივერსტეტებში
გაჭირდა,
სადაც თვითმმართველობების მსგავსი
რეპრეზენტაციული
სახის
ორგანიზაციები
კვლავ
მოქმედებდნენ.
„კლასე“
თავდაპირველად
წარმოადგენდა
სტუდენტების
მცირე
ორგანიზაციას,
რომელიც
უერთდებოდა
ინტერნაციონალურ
ანტი–კაპიტალისტურ მოძრაობებს
და
აწარმოებდა თემატურ პროპაგანდას
ლოკალურ
დონეზე.
2003 წელს,
ორგანიზაციამ
ცადა
საყოველთაო
გაფიცვის
ორგანიზება
სწავლის
გადასახადის
გაზრდის
საწინააღმდეგოდ, თუმცა
გაფიცვა
ჩავარდა.
2004 წელს,
სახელმწიფომ
მოახდინა
103 მილიონი დოლარის რაოდენობის დაფინანსებული სწავლის
საფასურის
გავალიანება. კლასე“
იწყებს
ერთიანი
პლატფორმის
შექმნას,
რომელიც
შეეწინააღმდეგება
ამ
რეფორმას, რაც 2005 წლის თებერვალში 70 000 სტუდენტის გაფიცვით სრულდება. გაფიცვამ ხუთ კვირას გასტანა, რადგან FECQ და
FEUQ (სხვა სტუდენტური ორგანიზაციები) გამოეთიშნენ პროცესს მოთხოვნების
ნაწილობრივი
დაკმაყოფილების
გამო.
2012 წელს,
ეწყობა
სხვადასხვა
სტუდენტური
ორგანიზაციების
მიერ
ორგანიზებული
საყოველთაო
გაფიცვა,
რომელშიც
ავანგარდად
„კლასე“
გვევლინება. საინტერესოა ორგანიზაციის პოლიტიკა, რომელსაც ეს მოძრაობა ატარებს:
„ესკალაციის ტაქტიკა“
ესკალაციის ტაქტიკის სტრატეგია გულისხმობს იმ მოქმედებების პროექტირებას, რომლებიც შემდგომ პროგრესულად
რადიკალიზდებიან: თავდაპირველად,
მარტივი და
მიმზიდველი
მოქმედებების
წარმოებას,
რომლებში
მონაწილეობაც
მარტივია
:„პეტიციების“
შედგენას,
პოლიტიკურ ფლეშმობებს,
ან
გენერალურ
ასამბლეაზე
ჩართვას.
რა თქმა უნდა,
ეს
მოქმედებები
თავისთავად
არ
ახდენს გავლენას
პრობლემის
მოგვარებაზე,
თუმცა
ისინი
ეფექტურია
მოძრაობის
გაზრდისა
და
სტუდენტების
თანდათანობით
პოლიტიზირებისათვის. ამის პარალელურად, მიმდინარეობს კვლევების წარმოება
და
პროპაგანდა,
ინფორმაციული
და
საპროტესტო
აქციები.
როგორც
კლასსეს
წევრები
აცხადებენ,
სწორედ
ჩართულობის
ზრდამ
და
ახალი
თაობების
ინკლუზიამ
მიიყვანა ორგანიზაცია პირდაპირ მოქმედებასა
და საყოველთაო გაფიცვამდე.
პირდაპირი დემოკრატია
ორგანიზაცია პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმით მუშაობს. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს შიდა ლეგიტიმაციის ზრდას, წევრების
მოტივირებულ
მოქმედებას.
რეპრეზენტაციის
მაქსიმალურად
შემცირება
და
ჰორიზონტალური
მოდელის
სტრუქტურირებული
მუშაობა
უზრუნველყოფს
გადაწყვეტილებების
ეფექტურ
და
მობილიზებულ
განხორციელებას.
პირდაპირი
დემოკრატიის
და
ტაქტიკის
ესკალაციის
კომბინირებამ
ორგანიზაციის
წევრების
თქმით, ორგანიზაციაში ძლიერი შიდა
ლეგიტიმაციის
აგებას შეუწყო ხელი:
გადაწყვეტილების
მიღების
დემოკრატიულმა პრინციპმა და
მასში
მზარდი
ჩართულობის
ხარისხმა
გამოავლინა,
რომ
სტუდენტური
კავშირი
რეალურად
წარმოადგენს
სტუდენტების
დიდი
უმრავლესობის
ნებას.
საბოლოო
ჯამში,
გენერალურ
ასამბლეაზე
მიღებული
გადაწყვეტილება,
მიუხედავად
მისი
კანონიერი
თუ
კანონს
გარეთ
მყოფი
შინაარსით,
აღიარებული და ლეგიტიმირებული
იყო
სტუდენტების
მიერ.
გაფიცვა
წარმოადგენს
საუკეთესო
მაგალითს - გაფიცვის მაგალითიდან ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია ლეგალური ბაზისი
და
სტუდენტებმა
იციან,
რომ
ის
არაა კანონიერად გამოხატული,
მეტიც, პიკეტირება
და
შენობების
ბლოკერება
უკანონოა,
პიკეტის
ხაზები
ხელუხლებელი
რჩება
სწორედ
ინტერნალური
ლეგიტიმაციის
გამო. სტუდენტური გაფიცვა არ ექცევა ლეგალურ ბადეში, და ის არც უკანონოა, არც კანონიერი. "ეს
კი
იმას
ნიშნავს,
რომ
ჩვენ
არ
უნდა
დაველოდოთ
სახელმწიფოს
ან
უნივერსიტეტის
მიერ ჩვენი
ორგანიზაციის,
ჩვენი
გენერალური
ასამბლეისა
და
ჩვენი
დემოკრატიული
გადაწყვეტილების
ოფიციალურად
ცნობას.
ავტონომიური
ორგანიზაცია
საშუალებას
გვაძლევს, ავაგოთ ისეთი ძლიერი ლეგიტიმაციის სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია
კანონის
და
სხვა
რეგულაციის
ფორმების
განადგურება“
ალან
სევარდი (კლასსე).
საყოველთაო ულიმიტო გაფიცვა
აუცილებელია სტუდენტური გაფიცვის გაცნობიერება და მისი პოლიტიკური
მნიშვნელობის
გააზრება. სტუდენტური დემონსტრაციები ძირითადად უძლურია
ფუნდამენური
სკითხების
გადაწყვეტაში. სტუდენტურ
დემონსტრაციებს,
სანამ
ისინი
ინფორმაციული
ხასიათის
არიან,
შეუძლიათ
მხოლოდ
პრობლემის
დაფიქსირება, საზოგადოებამდე
მიტანა
და
აქტუალიზება.
საერთო
სტუდენტური
გაფიცვა კი
წარმოადგენს
რეალურ
პოლიტიკურ
ნაბიჯს,
რომელიც
უშუალოდ
პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. თუმცა, ეს წარმოადგენს
ურთულეს
პროცესს,
რომლის
განხორციელებასაც წინ უნდა უსწრებდეს ძლიერი ორგანიზაციული მოქმედებები, სტუდენტური პროფკავშირების არსებობა და მუშაობა თუ წლების
მანძილზე
გატარებული
მიზანმიმართული
პოლიტიკა,
რაც
მოიცავს
როგორც
ლეგალურ,ისე არალეგალურ ბრძოლას (პეტიციების
შეგროვებას,
კვლევების
წარმოებას,
საპროტესტო
აქციებს
ან
თუნდაც
მცირე
მაშტაბიანი
გაფიცვების
ჩატარებას). ფართო
მაშტაბიანი
სტუდენტური
გაფიცვები
ორიენტირებულია
ძირითადად სწავლის დაფინანსების
საკითხების,
ვალების
გაუქმების
ან
უფასო
განათლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის
მოგვარებაზე. საყოველთაო ულიმიტო გაფიცვა იწვევს საგანმანათლებლო სისტემის პარალიზებას,
იქამდე,
სანამ გაფიცვის მოთხოვნები
არ დაკმაყოფილდება. იმისთვის, რომ გაფიცვები არ შეწყდეს აუცილებელია, როგორც ჯგუფის შიდა, შინაგანი,
ისე
გარეგანი
ლეგიტიმაცია.
ლეგიტიმაციის პრობლემა
ლეგიტიმურობის აღქმა თავისთავად არ არის საკმარისი საშუალება ცვლილებების
შესაქმნელად. ცვლილების ეფექტურობისათვის აუცილებელია ლეგიტიმაციის შექმნა საზოგადოებაში. იმისთვის, რომ სტუდენტური ორგანიზაცია, გაფიცვა ან ზოგადი
პოლიტიკა
ლეგიტიმური
იყოს
თავად
მონაწილეებსა
და
სხვა
სოციალური ჯგუფებისათვის,
აუცილებელია
ლეგიტიმაციის
მოპოვება
ინტერნალურ
(შიდა)
და
ექსტერნალურ
(გარე) დონეებზე.
ინტერნალური
ლეგიტიმაცია
გულისხმობს,
თუ
რამდენად
ლეგიტიმურია
მოძრაობა
თავად
მონაწილეებისათვის
და
სტუდენტებისთვის.
შიდა
ლეგიტიმაცია
უმნიშვნელოვანესია,
რადგან ის
განსაზღვრავს
მოძრაობის
სიძლიერესა და
მის
პოტენციურ
მზარდობას.
პირდაპირი,
მონაწილეობითი
დემოკრატია
წარმოადგენს
შიდა
ლეგიტიმაციისათვის, მოძრაობის
სიძლიერისა და
ზრდისთვის
აუცილებელ
პირობას.
გარე
ლეგიტიმაცია გულისხმობს იმას, თუ რამდენად ლეგიტიმურია მოძრაობა არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ ზოგადად,
საზოგადოების
თვალში. როგორც „კლასსეს“ ერთ-ერთი წევრი ამბობს, გაფიცვების დროს სწორედ ინტერნალური ლეგიტიმაციის მეშვეობით მოხერხდა პროცესის ეფექტური
წარმართვა, რაც
თავის
მხრივ
უკავშირდება
„კლასსეს" ორ უმთავრეს პრინციპს „ტაქტიკის ესკალაციასა“ და „პირდაპირ დემოკრატია“-ს. ძლიერი შიდა ლეგიტიმაციის
მეშვეობით
„კლასსემ“
მოახერხა
საზოგადოებრივი
აზრის თავის სასარგებლოდ წარმართვა - ანუ მოახერხა გარე ლეგიტიმაციის მოპოვება, რადგან
გაფიცვებამდე,
მოსახლეობის
უმრავლესობა სახელმწიფოსა
და
მედიის
პოლიტიკისადმი მიერთების გამო უჭერდა
მხარს
გადასახადებზე
ფასების
ზრდას.
კვებეკის
გაფიცვების
შესაძლებლობა
და
წარმატება
განაპირობა,
ერთის
მხრივ,
იმ
რეფორმებმა,
რომლებიც
გაატარა
იმდროინდელმა
ხელისუფლებამ: სხვადასხვა
სოციალური
სიკეთეების
პრივატიზაციითა და
კომერციალიზაციით,
რამაც
გამოიწვია სოციალური
ჯგუფების
უკმაყოფილება. მეორეს
მხრივ კი, ის განაპირობა სინდიკალისტური
აქტივიზმის
ძლიერმა
ტრადიციამ - სტუდენტების
პროტესტი
თანხმობაში
მოვიდა
სხვა
სოციალური
ჯგუფების
უკმაყოფილებასთან.
0 comments:
Post a Comment