სლავოი ჟიჟეკი. 10
იანვარი, 2015 - 21:31

ასეთ
მოსაზრებას არაფერი აქვს საერთო, დანაშაულის იაფფასიან რელატივიზაციასთან (მანტრა
- ,,ვინ ვართ ჩვენ, დასავლეთში, მესამე სამყაროში საშინელი ხოცვის შემოქმედნი, რომ
წინ აღვუდგეთ მსგავს ქმედებებს''). ამას მით უფრო ნაკლები საერთო აქვს ბევრი
დასავლელი ლიბერალი მემარცხენის პათოლოგიურ შიშთან იმაზე, რომ ბრალად ისლამოფობია
დაედებათ. ამ ცრუ მემარცხენეებისთვის, ისლამის ნებისმიერი კრიტიკა გამოცხადებულია
როგორც დასავლური ისლამოფობიის გამოხატვა; სალმან რაშდი ბრალდებულ იქნა მუსლიმების
უსაგნო პროვოცირებაში, შედეგად (ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ) fatwa-ს მიერ მისი სიკვდილის მოთხოვნაზე
პასუხისმგებლად თავად აქციეს და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის, რაც
შეიძლება მოსალოდნელი იყოს მსგავს შემთხვევებში - რაც უფრო მეტად უღრმავდებიან
დასავლელი ლიბერალი მემარცხენეები საკუთარ დანაშაულის გრძნობას, მით უფრო მეტად
არიან ისინი წოდებულნი მუსლიმი ფუნდამენტალისტების მიერ თვალთმაქცებად, რომლებიც
ცდილობენ დამალონ თავიანთი სიძულვილი ისლამისადმი. ეს კორელაცია სრულყოფილად
გადმოსცემს სუპერეგოს პარადოქსს: რაც უფრო მეტად ემორჩილები იმას რასაც სხვა
მოითხოვს შენგან, მით უფრო დამნაშავე ხარ. თითქოს, რაც უფრო მეტად ხარ ტოლერანტული
ისლამის მიმართ, მით უფრო ძლიერი იქნება მისი წნეხი შენზე...
აი,
რის გამო მივიჩნევ არასაკმარისად იმის მსგავს მოწოდებებს, როგორიცაა მოწოდება
მოდერაციისკენ საიმონ ჯენკინსის ანგარიშში (The Guardian 7 იანვარი), რომ ჩვენი
ამოცანაა ''არ განვახორციელოთ რადიკალური ქმედებები, რათა ზედმეტად საჯარო არ
გავხადოთ შედეგები. საჭიროა ყველა მოვლენა განვიხილოთ, როგორც ტერორის წარმავალი შემთხვევა’’,
- შარლი ებდოზე თავდასხმა არ იყო უბრალოდ ''ტერორის წარმავალი შემთხვევა''. ის
მოჰყვებოდა განსაზღვრულ რელიგიურ და პოლიტიკურ აგენდას და იყო ნათელი ნაწილი უფრო
დიდი სურათისა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ რადიკალურად, თუ ეს
ნათქვამი გულისხმობს უკან დახევას, ისლამოფობიის დასაბრმავებლად - მაგრამ ჩვენ
კრიტიკულად უნდა გავაანალიზოთ მოცემულობა.
ტერორისტების
დემონიზაციასა და მათ ჰეროიკულ სუიციდურ ფანატებად წარმოჩენაზე მეტად საჭიროა, წარმოვაჩინოთ
ეს დემონური მითი. დიდი ხნის წინ ფრიდრიხ ნიცშეს გულმა უგრძნო, როგორ მიდიოდა
დასავლური ცივილიზაცია უკანასკნელ ადამიანამდე, აპათიურ ქმნილებამდე, რომელსაც არ
აქვს დიდი გატაცება და თავდადების უნარი. მას არ შეუძლია იოცნებოს, დაღალოს
ცხოვრებამ, ის არ მიდის რისკზე, ეძებს მხოლოდ კომფორტსა და დაცულობას, მისი
ტოლერანტობის გამოხატის ფორმა კი ასეთია: ''ცოტა საწამლავი თანდათანობით: აი რა
არის საჭირო სასიამოვნო სიზმრებისთვის. და მეტი საწამლავი დასასრულს, სასიამოვნო
სიკვდილისთვის. მათ გააჩნიათ საკუთარი მცირე დღიური სიამოვნებები და მცირე
სიამოვნებები ღამისთვის, მაგრამ უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ''ჩვენ აღმოვაჩინეთ
ბედნიერება,'' - ამბობენ უკანასკნელი ადამიანები, და ისინი თვალებს ხუჭავენ''.
სრულიად
შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პერმისიული პირველ სამყაროს განხეთქილება და ფუნდამენტალისტური რეაქცია მასზე სულ უფრო
მეტად გარდაიქმნება წინააღმდეგობად გრძელი და დამაკმაყოფილებელი, მატერიალური და
კულტურული სიმდიდრით სავსე ცხოვრებისა და ცხოვრების ტრანსცენდენტული მიზნებისთვის
მიძღვნას შორის. არის თუ არა ეს ანტაგონიზმი ის, რასაც ნიცშე ეძახდა ''პასიურ'' და
'' აქტიურ'' ნიჰილიზმს'' ? ჩვენ დასავლეთში ვართ - ნიცშესეული უკანასკნელი
ადამიანები, ჩაძირულნი სულელურ დღიურ სიამოვნებებში, როცა მუსლიმი რადიკალები მზად
არიან სასწორზე შეაგდონ ყველაფერი, დაკავებულნი არიან ბრძოლით თვითგანადგურებამდე.
ჩანს, უილიამ ბათლერ იეთსის ''მეორედ მოსვლა'' სრულფასოვნად ასხამს ხორცს ჩვენ
ახლანდელ დილემას: ''საუკეთესოებს აკლიათ თავდაჯერებულობა, როცა უარესნი სავსენი
არიან მგზნებარე ძალით.’’ ეს ბრწყინვალე აღწერაა სუსტ ლიბერალებსა და ვნებააშლილ
ფუნდამენდალისტებს შორის მიმდინარე გახლეჩისა. ''საუკეთესოებს'' აღარ შესწევთ
უნარი, სრულიად ჩაერთონ რაიმეში, როცა ''უარესნი'' ჩართულნი არიან რასისტულ,
რელიგიურ და სექსისტურ ფანატიზმში.
თუმცა,
ერგებიან თუ არა ტერორისტი ფუნდამენდალისტები ამ აღწერას ? ის, რაც მათ აშკარად
აკლიათ არის ელემენტი, რომელიც ადვილად ამოსაცნობია ყველა ავთენტურ
ფუნდამენტალისტში, ტიბეტელი ბუდისტებიდან დაწყებული, აშშ-ში არსებულ Amish-მდე:
აღშფოთებისა და შურის არარსებობა, დიდი გულგრილობა ურწმუნოთა ცხოვრების სტილის
შესახებ. თუ დღევანდელი, ეგრეთწოდებული, ფუნდამენტალისტები მართლაც დარწმუნებულნი
არიან, რომ თავიანთი ჭეშმარიტების გზა ნაპოვნი აქვთ, რატომ უნდა ხედავდნენ
საფრთხეს ურწმუნოთაგან, რატომ უნდა შურდეთ მათი ? როდესაც ბუდისტი გადაეყრება
დასავლელ ჰედონისტს, ის მას არ კიცხავს. ის, უბრალოდ, კეთილგანწყობით აღნიშნავს,
რომ ჰედონისტისეული ბედნიერების ძიება თვითგანადგურებისკენ სვლაა. ნამდვილი ფუნდამენტალისტებისგან
განსხვავებით, ტერორისტი ფსევდოფუნდამენტალისტები დიდად შეწუხებულნი,
დაინტრიგებულნი, გაოცებულნი არიან ურწმუნოთა ცოდვიანი ცხოვრებით. მარტივია მიხვდე,
რომ ცოდვილ სხვებთან ბრძოლით, ისინი საკუთარ ცდუნებებს ებრძვიან.
ნათელია,
რომ იეთსის დიაგნოზი შორსაა არსებული რთული სიტუაციიდან: ტერორისტების ცხარე
ინტენსივობა ნამდვილი რწმენის ნაკლებობის მოწმეს გვხდის. რაოდენ სუსტი უნდა იყოს
მუსლიმის რწმენა, თუ ის საფრთხეს გრძნობს სულელური კარიკატურიდან ყოველკვირეულ
სატირულ გაზეთში ? ფუნდამენტალისტური ისლამური ტერორი არაა დაფუძნებული
ტერორისტების მიერ საკუთარი სიძლიერის რწმენაზე და მათ სურვილზე დაიცვან თავიანთი
კულტურულ-რელიგიური იდენტობა, გლობალური კონსუმერისტული ცივილიზაციის დარტყმისგან.
ფუნდამენტალისტების პრობლემა არაა ის, რომ ჩვენ მიგვაჩნია ისინი ჩვენზე დაბლა მდგომებად,
არამედ ის, რომ ისინი საკუთარ თავს თავადვე, საიდუმლოდ მიიჩნევენ ქვემდგომებად. ჩვენი
მოწყალე პოლიტკორექტული გარანტიების გამო, ჩვენ ვერ ვგრძნობთ საკუთარ უპირატესობას,
რაც მათ მხოლოდ აღაშფოთებს და მათ უკმაყოფილებას ასაზრდოებს. პრობლემაა არა
კულტურული სხვაობა (მათი მცდელობა დაიცვან თავიანთი იდენტობა), არამედ, საპირისპირო
ფაქტი, რომ ფუნდამენტალისტები ისედაც ჩვენნაირნი არიან, რომ, ფარულად, ისინი უკვე
მოერგნენ ჩვენ სტანდარტებს და თავიანთ თავებს ამით ზომავენ. პარადოქსულია, რომ რაც
ფუნდამენტალისტებს მართლა აკლიათ, არის ზუსტი დოზა იმ ნამდვილი რასისტული რწმენისა,
რომელიც მათ ჩვენზე აღმატებულობას გულისხმობს.
მუსლიმი
ფუნდამენტალისტების ბოლოდროინდელი ქმედებები ამტკიცებს უოლტერ ბენჯამინის ძველ
გამონათქვამს, რომ: ''ფაშიზმის ყოველი აღმავლობა ჩაშლილი რევოლუციის მომსწრეებს
გვხდის'': ფაშიზმის დაწყება მემარცხენეობის წარუმატებლობაა, მაგრამ ასევე საბუთია
იმისა, რომ აქ არსებობდა რევოლუციური პოტენციალი, უკმაყოფილება, რომელსაც
მემარცხენემ მობილიზება ვერ გაუკეთა. განა იგივე არ ითქმის დღევანდელ ე.წ.
ისლამო-ფაშიზმზე''? არის თუ არა რადიკალური ისლამიზმის საწყისი არც თუ ისე კორელაციური
სეკულარული მემარცხენობის გაქრობასთან მუსლიმურ ქვეყნებში ? როცა 2009 წლის
გაზაფხულზე თალიბანმა აიღო Swat valley პაკისტანში, ნიუ იორკ თაიმსმა განაცხადა,
რომ მათ მოაწყვეს ''კლასობრივი აჯანყება, რომელიც სარგებლობს დიდი განხეთქილებით
მდიდარ მიწათმფლობელთა მცირე ჯგუფსა და მათ
მოიჯარეთა შორის.'' თუმცა, თუ ფერმერთა რთული მდგომარეობის
,,უპირატესობით’’ სარგებლობით, თალიბანი ''გამოსაფხიზლებელი ზარია პაკისტანის
რისკების შესახებ, რომლებიც დიდწილად, ფეოდალურია'' რა უშლით ხელს ლიბერალ
დემოკრატებს პაკისტანში, აშშ-ს მსგავსი ხერხით მოაგვარონ ეს დილემა და დაეხმარონ
მოიჯარე ფერმერებს ? მწარე სიმართლე ისაა, რომ ფეოდალური ძალები პაკისტანში
ლიბერალური დემოკრატიის ''ნამდვილი მოკავშირეები'' არიან...
რა
შეიძლება ითქვას ლიბერალიზმის ძირეულ ღირებულებებზე: თავისუფლება, თანასწორობა და
ა.შ. ? პარადოქსია, რომ ლიბერალიზმი თავად არაა საკმარისად ძლიერი მათი ფუნდამენტალისტების
იერიშისგან დასაცავად. ფუნდამენტალიზმი რეაქციაა - რა თქმა უნდა, მცდარი,
მისტიური, რეაქცია, - ლიბერალიზმის რეალური ხარვეზების წინააღმდეგ, და ამიტომაც ის
ისევ და ისევ ლიბერალიზმის მიერაა შექმნილი. მარტო დარჩენის შემთხვევაში,
ლიბერალიზმი ნელ-ნელა გაანადგურებს საკუთარ თავს - ერთადერთი რამ რასაც მისი
ძირეული ღირებულებების ხსნა შეუძლია განახლებული მემარცხენეობაა. ამ ძირეული
მემკვიდრეობის გადარჩენისთვის, ლიბერალიზმს სჭირდება რადიკალური მემარცხენეობის ძმური
დახმარებაა. ეს ერთადერთი გზაა ფუნდამენტალიზმის დასამარცხებლად, მისთვის
ფეხებიდან მიწის გამოსაცლელად.
ვიფიქროთ პარიზის მკვლელობების
საპასუხოდ ნიშნავს, შევეშვათ შემწყნარებელი ლიბერალების თავმომწონე თვითკმაყოფილებას
და ვაღიაროთ ფაქტი, რომ კონფლიქტი ლიბერალურ შემწყნარებლობასა და ფუნდამენტალიზმს
შორის ცრუა - მანკიერი ციკლი ორი პოლუსისა, რომლებიც წარმოიქმნებიან და ერთმანეთს
პროგნოზირებენ. ის, რაც მაქს ჰორკჰეიმერმა თქვა ფაშიზმისა და კაპიტალიზმის შესახებ
ჯერ კიდევ 1930-ში - ვისაც არ სურს,
კრიტიკულად ისაუბროს კაპიტალიზმზე, ასევეარ უნდა ამოიღოს ხმა ფაშიზმზე - დღევანდელ ფუნდამენტალიზმს ესადაგება:
ის, ვისაც არ სურს ლიბერალურ დემოკრატიაზე კრიტიკულად საუბარი, ასევე უნდა
დადუმდეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმის საკითხზე.
0 comments:
Post a Comment