ჩვენ რევოლუციურ გარემოში ვცხოვრობთ. შეგვიძლია კლასიკური
დეფინიციების ხელახალი ფორმულირება: გლობალური კაპიტალის მმართველი ელიტა ვერ იცხოვრებს ისე, როგორც წარსულში; ვერც მუშახელი, პრეკარიატი, სტუდენტები, ღარიბები ვერ იცხოვრებენ წარსულის მსგავსად. „ცოცხალი ცოდნა“ უარყოფს ცხოვრების ისეთ მოდელს, როგორიც ის წარსულში იყო. გლობალური კრიზისის პირობებში, საერთაშორისო ბრძოლის გზა - ჩრდილოეთ აფრიკის აჯანყებებიდან - ესპანეთის acampadas-მდე ან სინთაგმა სქუერამდე, ჩილეს უნივერსიტეტის მოძრაობიდან - occupy მდე და მეამბოხე კვებეკამდე - განპირობებულია იმ მსგავსებით, რაც საშუალო კლასისა და პროლეტარიატის დაღმასვლაში გამოიხატება, რომელთა სიღარიბეც მათი პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულია.
ამ კონტექსტში, ყველაფრის გასაღები უნივერსიტეტია. არა იმდენად ცოდნის წარმოების კუთხით, არამედ პირიქით: რაც უფრო მეტად ემსგავსება ცოდნის წარმოება სოციალურ საწარმოს, მით უფრო ნაკლებადაა უნივერსიტეტი პრივილეგირებული, როგორც ცოდნის გადამცემი ორგანო- აივორი თაუერი საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ უნივერსიტეტი გასაღებია იმდენად, რამდენადაც ბრძოლის ადგილია, განზოგადებისა და ტერიტორიალიზაციის შესაძლებლობათა სივრცეა.
„Edu-factory collective”-მა ეს კონტექსტი განსაზღვრა, როგორც ,,ორმაგი კრიზისი’’: კრიზისი უნივერსიტეტისა და გლობალური ეკონომიკისა. ფაქტობრივად, შეუძლებელია მთლიანად ფლობდე ან აღიქვამდე უნივერსიტეტში მიმდინარე ბრძოლის პროცესებს ან უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის პროცესს, თუ მათ შრომისა და წარმოების ტრანსფორმაციასთან და იქ მიმდინარე ბრძოლასთან არ დააკავშირებ. ასე რომ, შეგვიძლია, სტენოგრაფიული მონახაზი
გავაკეთოთ უნივერსიტეტების პოლიტიკური ეკონომიკის ხუთ გლობალურ ტრენდზე და მათ კრიზისებზე. ქვემოთ მოყვანილია საერთაშორისო ბრძოლის ხუთი ფრონტი :
1.ცოდნის ტრადიციული იდეის კრიზისი, რომელიც ასევე წარმოადგენს მემარცხენე მითოლოგიური ცოდნის კრიზისს, როგორც ბუნებრივი და ნეიტრალური საერთო სიკეთისა, რომელიც გასაქონლებისგან დაცვას საჭიროებს.
თანამედროვე კაპიტალიზმში, ცოდნა, როგორც ცენტრალური რესურსი და წარმოების საშუალება - არა მხოლოდ საქონელია, არამედ ცენტრალური საქონელია კაპიტალისტური დაგროვებისა. ფაქტობრივად, აქ არ არსებობს ცოდნის ნეიტრალურობა ან ნატურალურობა: იგი ყოველთვის წარმოების საგანია და გარდა
ამისა, კაპიტალისტური სოციალური ურთიერთობების შიგნით, ექსპლუატაციის წყაროს წარმოადგენს.
როდესაც ვსაუბრობთ ცოცხალ ცოდნაზე, ჩვენ ამით ვცდილობთ ცოცხალი შრომის ახალი კომპოზიციის დადგენას და შესაბამისად, ცოდნის წარმოების სოციალიზაციას. ეს ამბივალენტური პროცესია: ცოდნა არის ის, რაც „საერთოში“ იწარმოება ცოცხალი შრომის მიერ, და ასევე ის, რის ექსპლუატაციასაც კაპიტალი ახდენს; ცოდნა ავტონომიური სოციალური კოოპერაციის შესაძლებლობაა და ამავე დროს, წარმოადგენს იმას, რასაც კაპიტალი იპყრობს და აქცევს ღირებულებად. ამ ამბივალენტურ პროცესში, ცოდნა გარდაიქმნება ცენტრალურ საბრძოლო ველად: „საერთო“ ბუნებაში არ არსებობს, თუმცა ის იწარმოება.
2. დისციპლინების კრიზისი, უფრო ზუსტად კი - კრიზისი ცოდნის მოდერნული ორგანიზებისა.
2009 წლის გაზაფხულზე, ინგლისის დედოფლის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მეინსტრიმ ეკონომისტების ჯგუფმა დაასკვნა, რომ “ეკონომიკსის” დისციპლინა არა მხოლოდ უძლური იყო, კრიზისის პროგნოზირება მოეხდინა, არამედ აბსოლუტურად უუნარო იყო საერთოდ რამე გაეგო ეკონომიკის შესახებ და შეიძლებოდა, თავად კრიზისზეც კი ის ყოფილიყო პასუხისმგებელი. სხვადასხვა დისციპლინებში დისკურსები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან: ისინი არსებითად უუნარონი არიან, ახსნან,
თუ რა იწვევს კრიზისს. დისციპლინები, ისევე როგორც ინტერდისციპლინარული რიტორიკა, ტოვებს უფრო და უფრო ცოტა ფორმას ცოდნის ორგანიზებისთვის და უფრო და უფრო მეტ ხელოვნურ ზომებს იღებს ცოცხალი ცოდნის წარმოებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დისციპლინები ექსპლუატაციის იარაღია. მიმდინარე, აქტუალურ ბრძოლებში კი ცოდნის ახალი, ავტონომიური ორგანიზების საკითხი დგას, რომელიც მის „საერთოში“ წარმოებას ეფუძნება.
3. სტუდენტის ტრადიციული სახეხატის კრიზისი
რამდენადაც სტუდენტი არის ცოდნის მწარმოებელი, ის აღარ წარმოადგენს სამუშაო ძალას სწავლების პროცესში, თუმცა წარმოადგენს უშუალოდ მშრომელს და ნაწილობრივ მშრომელს (პრეკარიატი). ფაქტია, რომ საგანმანათლებლო ბაზარსა და შრომით ბაზარს შორის არსებობს
უწყვეტი მიმოცვლითი კავშირი (გავიხსენოთ ეგრეთწოდებული მუდმივი სწავლა („lifelong learning”) ან აკრედიტაციის სისტემა). ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ შრომის საკითხები (დროებით სამუშაოებზე დასაქმებულობა, სამუშაო ძალის დევალვაცია, გაღარიბება, კრიზისი და ა.შ.) ცენტრალური საკითხებია საუნივერსიტეტო ბრძოლებსა და სტუდენტთა გამოსვლებში უკანასკნელი წლების განმავლობაში. სწორედ ამის გამო აქვს უნივერსიტეტში მიმდინარე ბრძოლას პოტენციურად პოლიტიკური განზოგადების უნარი მთელ კლასობრივ კომპოზიციაზე.
4.
საჯაროსა და კერძოს შორის არსებული მოდერნული დიალექტიკის კრიზისი
მოდით, განვიხილოთ უნივერსიტეტის კორპორატიზაცია. ეს არ გულისხმობს მხოლოდ კერძო
კაპიტალის შესვლას
საჯარო ინსტიტუტებში. ამერიკული და
ანგლო-საქსური
მოდელების მიხედვით,
კორპორაციული უნივერსიტეტების დეფინიცია დიდწილად
არაა დამოკიდებული მათ იურიდიულ
სტატუსზე: ისინი
საჯაროცაა და
კერძოც, ფინანსდებიან როგორც
სახელმწიფოსგან, ისე
კორპორაციებისგან. ,,კორპორაციული უნივერსიტეტი’’ ნიშნავს იმას,
რომ თავად
უნივერსიტეტი უნდა
იქცეს კორპორაციად - უნდა იმუშავოს
ღირებულებისა და
მოგების გამოთვლაზე, რესურსების რაციონალურად განაწილებაზე, სამუშაო ძალის
ღირებულებაზე და
ა.შ,
რათა
კონკურენტუნარიანი იყოს
გლობალურ საგანმანათლებლო ბაზარზე. ეს ნიშნავს უნივერსიტეტს, რომელიც დგას - საჯაროსა და
კერძოს, სახელმწიფოსა და საბაზრო
დიალექტიკას შორის.
ბრძოლის კუთხით
რომ შევხედოთ,
ეს ნიშნავს,
რომ ჩვენ
არაფერი გვაქვს
დასაცავი - ის,
რაც უნდა
გავრისკოთ - არის
ახალი უნივერსიტეტის დაფუძნების პროცესი,
რომელსაც
ჩვენ „საერთოს“ უნივერსიტეტს ვუწოდებთ.
5. უნივერსიტეტის, როგორც სოციალური მობილობის სივრცის კრიზისი.
5. უნივერსიტეტის, როგორც სოციალური მობილობის სივრცის კრიზისი.
პრეკარიატიზაცია და
გავალიანება - როგორც
ცხოვრების მუდმივი
კონდიციები - სპობს
იდეას, რომ
უნივერსიტეტში იმისთვის
სწავლობ, რათა
გქონდეს უფრო
მაღალი პოზიცია,
ვიდრე მანამდე
გქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ეს კაპიტალისტური პროგრესული დაპირებების შეუქცევადი მარცხია,
თავისივე ინდივიდუალისტური შეჯიბრებების ფორმებშიც
კი. მაშინ,
როცა ხდება
კეთილდღეობის დემონტაჟი,
მაგალითად, კვებეკში,
სწავლის გადასახადის არაადეკვატური ზრდისას
- ვალი ხდება პერვერსიული გზა
სოციალური საჭიროებების მისაღებად (საცხოვრებლის ქონა,
განათლება, ჯანდაცვა,
მობილობა და
ა.შ.).
ჩვენ შეგვიძლია
ვისაუბროთ უნივერსიტეტის დაფინანსებაზე, მაგრამ ამავე
დროს, ჩვენ ვსაუბრობთ
ცხოვრების დაფინანსებაზეც. ვალის სისტემა
მუშაობს ისე,
თითქოს ეს
შენი არჩევანია,
შენი შესაძლებლობების არხების სისტემაა.
დისციპლინარული რეჟიმი არამხოლოდ შენს აწმყოს მოიცავს,
არამედ, პირველ
რიგში, ვალი
მოიცავს შენს მომავალს. სწორედ ესაა
ინდივიდუალიზაციის მორალური
რეჟიმი: თუ
ვალი გაქვს,
დამნაშავე ხარ.
იგივე ლოგიკის საპასუხოდ, ჩვენ წინ
უნდა აღვუდგეთ
მემარცხენეთა მორალისტურ მსჯელობებს საკრედიტო
სისტემაზე წვდომის
შესახებ, რადგან თავად კრედიტით სარგებლობა უსვამს ხაზს სოციალური
საჭიროებების არადროებითობას. “The Occupy
Student Debt Campaign’’ და
მისი ლოზუნგები
სტუდენტებისათვის კოლექტიური უფლებების
შესახებ , ასევე მუშახელისთვის, ღარიბებისთვის, პრეკარიატისთვის - საკმაოდ სტრატეგიულია: ერთის
მხრივ, იმ
სოციალური სიკეთეების რეაპროპრიაციისთვის, რომელსაც
კოლექტიურად ვაწარმოებთ; მეორეს მხრივ,
ფინანსური კაპიტალის
მორალური რეჟიმისა და
მისი ინდივიდუალიზაციის აპარატების უარყოფისათვის და ასევე იმისთვის, რომ შევქმნათ
„საერთოს“ პროცესი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ,
რომ თანამედროვე კაპიტალიზმის პირობებში
ვალებისა და კრედიტებისათვის ბრძოლა ექვივალენტურია ინდუსტრიულ კაპიტალიზმში სახელფასო პირობებისათვის ბრძოლისა.
ყოველივე ზემოთქმული შეგვიძლია შევაჯამოთ რამდენიმე
პოლიტიკური კითხვით,
რომლებიც წინა
პლანზე წამოწიეს
ტრანსნაციონალურმა მოძრაობებმა. ერთის მხრივ,
როგორ შეგვიძლია შევქმნათ საერთოს პოლიტიკური კომპოზიცია დაღმავალ საშუალო
კლასსა და
„უმომავლო’’ პროლეტარებს შორის, როცა ეს ორი ელემენტი, რომელთაც ერთმანეთთან გაღარიბება და კაპიტალისტური ექსპროპორცია აერთიანებს, სეგმენტებადაა დაყოფილი
ფინანსური კაპიტალიზმის აპარატების მიერ?
(ვალი, ინდივიდუალიზაცია, ხელფასის სტრატიფიკაცია, იდენტობის პოლიტიკა
და ა.შ.) სწორედ ეს არის
ცენტრალური პრობლემა დღეს საერთოს ორგანიზებისათვის
.
მეორეს მხრივ,
დღესდღეობით, სხვადასხვა საბრძოლო ფრონტები
არ არის განლაგებული
საჯაროს დაცვის ხაზზე (რადგან
ეს „საჯარო“ უკვე პრივატიზებული საჯაროა), არამედ ისინი განლაგებულია
პოლიტიკური რეპრეზენტაციის სისტემის მიღმა
მიმდინარე პროცესების გასწვრივ. სკვერების, უნივერსიტეტის, მეტროს
ტერიტორიის დაკავება
არ არის პროტესტი.
არ არსებობს
საჭიროება, მთავრობას
მიმართო. ეს პრაქტიკა მიგვითითებს სრულიად ახალი დროისა და სივრცის
სწრაფ ქმნადობაზე, რომელსაც საერთოს ორგანიზების ემბრიონული
ფორმა
აქვს. კითხვა შემდეგია:
როგორ შევძლოთ, ავაგოთ ჩვენი კოლექტიური ორგანიზებით ავტონომიური კოოპერაცია და
დავამსხვრიოთ კაპიტალიზმის დამპყრობლური მექანიზმები? როგორ
გარდავქმნათ უნივერსიტეტი „საერთოს“ ინსტიტუციად?
თუ ჩვენ
რევოლუციურ გარემოში
ვცხოვრობთ, ჩვენ
აუცილებლად გვეცოდინება, რომ ეს მოცემულობა თავისით, ავტომატურად არ
მიგვიყვანს რევოლუციამდე და “1%’’ არ გადავარდება, თუ ჩვენ თავად არ გადავაგდებთ მას.
აი, რა არის ჩვენი
ამოცანა.
ჯიჯი
როჯერო
2012 წლის 9 ივლისი
ანა კამლაძის თარგმანი
2012 წლის 9 ივლისი
ანა კამლაძის თარგმანი
This comment has been removed by the author.
ReplyDelete